* ვერძი – საკმაოდ მშვიდი კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, ნებისმიერი მოქმედების სწორედ გათვლას და იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის და ცხოვრების ფილოსოფიური გააზრებისთვის, საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად და საზოგადოებში პოპულარობის მოსაპოვებლად, მოგზაურობისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, უცხოელებთან შემოქმედებითი და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. არაა გამორიცხული მოულოდნელად მონახოთ გამოსავალი საკმაოდ რთული და ჩახლართული პრობლემებიდან.
* კურო – მეტად რომანტიკული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. იგრძნობთ შინაგან აღმაფრენას და ემოციების მოზღვავებას, რაც არც სხვებს დარჩებათ შეუმჩნეველი. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გარკვეული ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად და სერიოზული ბიზნესპროექტების განსახორციელებლად.
* ტყუპები – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. ეფექტურად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას, ძლიერი ნებისყოფა მიზნებისა და იდეების რეალიზაციაში დაგეხმარებათ, ყოველდღიური საქმეების გრანდიოზულ შოუდ ქცევით კი, ხელმძღვანელთა ყურადღებას და მოწონებას დაიმსახურებთ. კარგი პერიოდია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის აღსადგენად ან ახალი რომანტიკული თავგადასავლების დასაწყებად, საქმიან პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის გასამართად და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად.
* კირჩხიბი – მეტად დინამიური კვირაა. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების მაქსიმალურად გამოვლენას, იდეებისა და ახალი პროექტების რეალიზებას, შინაგანი შარმითა და გონებამახვილობით კი, სწრაფად მოხიბლავთ გარშემომყოფებს. კარგი პერიოდია პოპულარობისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებლად ან ახალი რომანტიკული თავგადასავლის დაწყებად. აქტიურად ჩაერთეთ საზოგადოებრივ აქტივობებში, სადაც გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ და მათ ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიპოვებთ.
* ლომი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად სასიკეთო, ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ საკუთარი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, კომპლექსების დამარცხებას და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას, საჭირო კონტაქტების დამყარებას და იდეების რეალიზაციას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სასიამოვნო საჩუქარი ან შეიძინოთ დიდი ხნის ნანატრი ნივთი, გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და მოიწყოთ მეტი კომფორტი.
* ქალწული – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ კომერციულ საქმიანობაში წარმატების მიღწევას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრობლემებისა და სირთულეების მარტივად მოგვარებას, გავლენიანი ადამიანების გაცნობით კი, არა მხოლოდ საკუთარ იდეებს განახორციელებთ, არამედ პარტნიორებსაც დაეხმარებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ავტორიტეტს და პოპულარობას მოგიტანთ საზოგადოებაში.
* სასწორი – საკმაოდ პოზიტიური, წარმატებული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. აქტიურად ჩაერთვებით ახალ პროექტებში, შემოქმედებითი საქმიანობა კი, არა მხოლოდ გაზრდის თქვენს ავტორიტეტს, არამედ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული იპოვოთ სპონსორები ან გავლენიანი მფარველები, რომლებიც წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებიან.
* მორიელი – მეტად სასიკეთო კვირაა. პოზიტიური შანსების გამოყენებით შეძლებთ არა მხოლოდ იდეების კონკრეტულ რეალიზაციას, არამედ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას. არაა გამორიცხული მიიღოთ საინტერესო და სარფიანი შეთავაზება, საქმიანი კონტაქტები კი, მოულოდნელად გადაიზარდოს სასიყვარულო ურთიერთობაში.
* მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა თქვენი დროა! ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური კვირაა მთელი წლის განმავლობაში, როცა უამრავი შანსი მოგეცემათ და ნებისმიერი რისკი გაამართლებს. საგრძნობლად გაძლიერედბა ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის, ინტუიციისა და გონებამახვილობის გამოვლენას. კარგი პერიოდია პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად. მართალია, საზოგადოდ მიღებული წესების უარყოფით მცირე სკანდალში გაეხვევით, თუმცა სკანდალიც თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და მეტ პოპულარობას მოგიტანთ.
*თხის რქა – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. შეძლებთ გარკვეული პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, ძალაუფლების და მეტი თავისუფლების მოპოვებით კი, ყველაზე რთულ პროექტებსაც მარტივად განახორციელებთ. შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან შავი მთვარე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა, რაც სირთულეებსა და პრობლემებს მოგიტანთ. დასუსტდება ენერგოტონუსი, სწრაფად დაიღლებით და თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები. არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობაც. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და ეცადეთ დაზოგოთ ენერგია, რათა ემოციონალური და ფიზიკური გადატვირთვით არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.
* მერწყული – მშვიდი და ჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა. მრავალფეროვანი კონტაქტების წყალობით არა მხოლოდ ჩაერთვებით, არამედ საკუთარ თავზე აიღებთ მეტად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. არაა გამორიცხული მიიღოთ გავლენიანი თანამდებობა ან მოიპოვოთ მაღალი სოციალური სტატუსი. შეძლებთ მობილიზაციას და მეტად სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, პოზიციების გამყარებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. თუმცა იძულებული გახდებით აკონტროლოთ საკუთარი ფინანსები, რადგან ამ კვირაში ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, რაც სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდება.
* თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერედბა ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, ინტუიციის წყალობით კი, შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და სწორი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა არაა გამორიცხული თქვენი დელიკატურობით კონკურენტებმა ისარგებლონ, რომლებიც თქვენს გულკეთილობას თქვენსავე წინააღმდეგ გამოიყენებენ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
* გეომაგნიტური დღეები – 27, 28, 30 ნოემბერი და 3 დეკემბერი.