LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (4-10 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

14

 

ვერძი – ნაკლებად წარმატებული კვირაა. მოერიდეთ სარისკო, სულსწრაფ მოქმედებს, რადგან რისკი არ გაამართლებს, შეცდომები კი, საკმაოდ რთული გამოსასწორებელი იქნება. ნუ აიძულებთ გარშემომყოფებს გაიზიარონ თქვენი აზრები და ცხოვრების წესი, რადგან ამგვარი იძულება, მხოლოდ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, საკმაოდ შედეგიანი იქნება მოგზაურობა და პედაგოგიური საქმიანობა, არ გაგიჭირდებათ ფართო საზოგადოების წინაშე გამოსვლა და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება.

 

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, გარკვეული ცვლილებების გახორციელების აუცილებლობა კი, ერთგავრი მოუსვენრობის მიზეზი გახდება და საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ აქტიურ მოქმედებას, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და კარგად გაიაზრეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება.

 

ტყუპები – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მოგიწევთ საკუთარი პოზიციების და რეპუტაციის დაცვა, რადგან მეგობრებთან ერთად ოჯახის წევრებიც საკმაოდ მწვავედ გაგაკრიტიკებენ. თუმცა, მეტად შედეგიანი იქნება ნებისმიერი შეხვედრა და საქმიანი მოლაპარაკება, კონსტრუქციულად წარიმართება დიალოგი კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, მთავარია, გამოიჩინოთ დიპლომატია, მოერიდოთ კონფლიქტებს და გარშემომყოფეთან ურთიერთობის დაძაბვას.

 

 კირჩხიბი – საკმაოდ არასტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობაც. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს სამსახიურში მიმდინარე ცვლილებებმა, ურთიერთობა დაგეძაბებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთანაც.

 

ლომი – მეტად მძიმე კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა  ნათესავებთან და ახლობლებთან. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ მოგზაურობისას, რადგან მოგიწევთ უამრავი მოულოდნელი პრობლემის დაძლევა.

 

 ქალწული – მეტად რთული კვირაა. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. ურთიერთობა დაგეძაბებათ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, შეგექმნათ გარკვეული მატერიალური პრობლემებიც, რადგან ვერ მიიღებთ იმ შემოსავალს, რასაც ელოდით. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან, ახალი საქმეებისა და პროექტების წამოწყებისგან, რადგან მხოლოდ დროს დახარჯავთ ფუჭად, შედეგი კი, ნაკლებად სახარბიელო იქნება.

 

სასწორი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის, უნარის გამოვლენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა, რაც საკმაოდ სერიოზული უსიამოვნების და კონფლიქტის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რათა უფრო მეტად არ გაართულოთ ისედაც დაძაბული ურთიერთობა.

 

მორიელი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, ინტუიციის წყალობით მარტივად შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ნებისმიერი დავალების სრულფასოვნად შესრულებას, მაგრამ იძულებული გახდებით, გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება და მაქსიმალურად მოერიდოთ პროვოკაციებს, რადგან კონფლიქტი მეგობრებთან და კოლეგებთან სერიოზული დაძაბულობის და ემოციონალური არასტაბილურობის მიზეზი გახდება.

 

 მშვილდოსანი – უმნიშვნელო პრობლემების მიუხედავად, ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებას, უთანხმოებას დაძლევთ სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებთან. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.

 

თხის რქა – ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მოიკლებს შრომისუნარიანობა და გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა. გაძლიერედებიან ფარული მტრები და კონკურენტები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და ნებისყოფა, მოერიდეთ კონფლიქტებს და გარშემომყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას.

 

 მერწყული – საკმაოდ არასტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ საკუთარი გონებამახვილობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მაგრამ შეგექმნებათ სერიოზული მატერიალური პრობლემები, რადგან არ გაამართლებს განხორციელებული პროექტები, ვერ მიიღებთ მოსალოდნელ შემოსავალს და შესაძლოა არასასურველი ხარჯების გაწევაც მოგიხდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, რომლებიც თქვენს მოტყუებას შეეცდებიან.

 

თევზები – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. არაა გამორიცხული უსიამოვნება შეგექმნათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში, რაც ხელს შეუშლის თქვენს წინსვლას და კარიერულ განვითარებას. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით.

 

 გეომაგნიტური დღეები – 5, 6, 7 და 10 დეკემბერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები