LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

49

* ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. თავს შეგახსენებენ ძველი შეცდომები და შეუსრულებელი პირობები, შეგაწუხებენ მევალეები და სერიოზულ პრობლემად იქცევა ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანი. თქვენი გაღიზიანება და მოჭარბებული აგრესია ურთიერთობას დაძაბავს გარშემომყოფებთან, სიჯიუტე და სხვათა აზრის უგულველყოფა კი, არასასიამოვნო კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად წარმატებული პერიოდია მოლაპარაკებების გასამართად და რთული საკითხების მოსაგვარებლად, თავი შეიკავეთ კოლეგებითან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გასარკვევისგან, რათა არ დაუშვათ შეცდომები და საკუთარი სულსწრაფობით კიდევ უფრო არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაცია.

 

* კურო – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და საუკეთესო თვისებების გამოვლენას. მართალია, ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ პარტნიორებთან, რომლებიც ძველ შეცდომებს გაგახსენებენ, მაგრამ გამოცდილი ადამიანების რჩევის გათვალისწინებით, ნებისმიერ უსიამოვნებას დაძლევთ და თავიდან აიცილებთ დამატებით სირთულეებს. მოაწესრიგეთ ურთიერთობა ახლობლებთან, რადგან მხოილოდ მათი დახმარებით შეძლებთ წარმატების მიღწევას.

 

* ტყუპები – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მაგრამ მოგეცემათ უამრავი პოზიტიური შანსი, რომელთა რეალიზებით სასიკეთოდ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. მიიღებთ სასიამოვნო ინფორმაციას, რაც ძალიან გაგახარებთ. მართალია, საკუთარი კარიერული ზრდისა და საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად საკმაოდ შედეგიანად გამოიყენებთ სხვის შეცდომებს, მაგრამ თქვენი ამგვარი მოქმედება გარშემომყოფებს გაღიზიანებას, უკმაყოფილებას გამოიწვევს და სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდება.

 

* კირჩხიბი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, გახდებით ბევრად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. შეძლებთ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას და იდეების რეალიზაციას. ეცადეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და უსიამოვნებები. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. საკმაოდ კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად.

 

* ლომი – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამოძებნა, რადგან არ გექნებათ საკუთარი პოზიციების დათმობის და სხვათა აზრის გათვალისწინების სურვილი. იძულებული გახდებით დიდი დრო და ენერგია დაუთმოთ ახლობლების პრობლემების მოგვარებას. აუცილებელი გახდება გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც პრაქტიკული რჩევებით დაგეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და საუკეთესო თვისებების, მათ შორის ორგანიზატორული უნარების გამოვლენაში.

 

* ქალწული – საკმაოდ სასიკეთო კვირა. შეძლებთ გააქტიურებას, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვას, პერსპექტიულ პროექტებში ჩართვას და ახალი საქმის წამოწყებას, გარშემომყოფების მოხიბვლას და მათზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენას, რაც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.. კარგი პერიოდია ცოდნის და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად. თუმცა შეგექმნებათ გარკვეული მატერიალური პრობლემები, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებთან ან დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული.

 

* სასწორი – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, ამიტომ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და თავი შეიკავოთ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისგან. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად საინტერესო წინადადება და დაიწყოთ პერსპექტიული სამსახური, რაც დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენაში. თუმცა, არაა გამორიცხული მოგიწიოთ გარკვეული მსხვერპლის გაღება, ძველი ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ან კავშირების გაწყვეტა პარტნიორებთან, რომელთაც არაფრის დათმობის სურვილი არ ექნებათ და არც კონფლიქტებს მოერიდებიან.

 

* მორიელი – საკმაოდ დინამიური კვირაა, რადგან არა მხოლოდ მზე, არამედ იუპიტერიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ გაძლიერებული ენერგოტონუსის და სტაბილური ემოციონალური მდგომარეობის ფონზე თავისუფლად შეძლებთ ნებისმიერი სურვილის ასრულებას. გექნებათ უამრავი საინტერესო შეხვედრა, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს. შეძლებთ გარშემომყოფების მოხიბვლას, საკუთარი იდეებით დაინტერესებას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. თუმცა, იძულებული გახდებით მაქსიმალურად აკონტროლოთ მავნე ჩვევები, რათა არ დაკარგოთ პოზიტიური შანსების გამოყენების შესაძლებლობა.

 

* მშვილდოსანი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არაა გამორიცხული გაცივდეთ ან ადვილად გადაიღალოთ. მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. დაკარგავთ ინტერესს  მიმდინარე მოვლენების მიმართ, გექნებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი, რათა გადააფასოთ წარსული, მოიკრიბოთ აზრები, ძალები და მაქსიმალურად ობიექტურად შეხედოთ მომავალს. მართალია, მეტად საინტერესო იდეები და პროექტები გაქვთ, თუმცა არ ღირს მათი დაწყება. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტისთვის. გამოიჩინეთ მოთმინება და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.

 

* თხის რქა – საკმაოდ საინტერესო, ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას, წარმატებული და შედეგიანი იქნება კოლექტიური საქმიანობა, სიამოვნებით მიიღებთ მონაწილეობას საზოგადოებრივ აქციებსა და აქტივობებში, რაც დაგეხმარებათ საკუთარი სტატუსის ამაღლებასა და ავტორიტეტის მოპოვებაში. თუმცა, მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ პროფესიონალური ვალდებულებების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შცდომა, რომელთა გამოსწორება საკმაოდ გაგიჭირდებათ.

* მერწყული – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციონალური მდგომარეობა, მოიმატებს პესიმიზმი, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ზერელე დამოკიდებულება საქმეების  მიმართ და ვალდებულებების უგულველყოფა კი, კოლეგების უკმაყოფილების მიზეზი გახდება და კრიტიკას დაიმსახურებთ. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა არ ადუშვათ შეცდომები და  აღმოჩნდეთ ჩაბმული პარტნიორებთან კონფლიქტში.

 

* თევზები – საკმაოდ საინტერესო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოვლენას, იდეების რეალიზაციას, პროფესიონალურ განვითარებასა და წინსვლას, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თუმცა, შეგექმნებათ გარკვეული ფინანსური სირთულეები, რაც ახლობლებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება.

 

* გეომაგნიტური დღეები – 7, 8, 10, 11 და 12 ნოემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები