LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-14 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

16

 

* ვერძი – საკმაოდ დინამიური კვირაა. მართალია, საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობისა და საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურად წარმოჩენას, მაგრამ გარკვეული უსიამოვნებები შეგექმნებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან. გაგიჭირდებათ ურთიერთგაგების მოძიება, კონსენსუსამდე მისვლა და საერთო პროექტებზე მუშაობა. ნაკლებად წარმატებული კვირაა შეხვედრების გასამართად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, რადგან გარშემომყოფები აქტიურად ეცდებიან თქვენი შეცდომების თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობასა და საერთო გუნება-განწყობაზე.

 

* კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. გარკვეული პრობლემები შეგექნმებათ  კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, მარცხი და განუხორციელებელი იდეები კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგოამრეობაზე, რითაც   კონკურენტები ისარგებლებენ, კიდევ უფრო დაძაბავენ ურთიერთობას და არაა გამორიცხული დავა სასამართომდეც მივიდეს. ნაკლებად წარმატებული პერიოდია მოგზაურობისთვის და ზოგადად მგზავრობისთვის, რადგან ძალიან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

 

* ტყუპები – საკმაოდ საინტერესო და დინამიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი და მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ მოჭარბებული ამბიციებისა და ეგოიზმის ფონზე გაგიჭირდებათ მოვლენების ობიექტუირად შეფასება, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიება. ვერ შეძლებთ საკუთარი არგუმენტებით კონკურენტების  დარწმუნებას, რაც მათთან კონფლიქტის მიზეზიც გახდება. მოერიდეთ დისკუსიასა და კამათში მონაწილეობას, რადგან ნებისმიერი პოლემიკა თქვენთვის არასასიამოვნო შედეგით დასრულდება, მომავალში კი, სერიოზული პრობლემების მოგიტანი იქნება.

 

* კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ ახლობლების მიმართ, რადგან სწორედ ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ სიმშვიდისა და სტაბილურობის მოპოვებაში, დასახული მიზნების და წარმატების მიღწევაში. კვირის პირველ ნახევარში არაა გამორიცხული გარკვეული უსიამოვნებები შეგექმნათ საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მართალია, მოგიწევთ სერიოზული სამუშაოს გაწევა, მაგრამ სათანადოდ დაფასდება თქვენი შრომა ფინანსური წახალისების ან პრემიის სახით.

 

* ლომი – საკმაოდ დინამიური კვირაა. შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას, ახალი და საინტერესო კონტაქტების დამყარებას, რაც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაშიც. ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი მოგზაურობისთვის, გაგიჭირდებათ საჭირო ინფორმაციის მოძიება, მობილიზაცია და ახალი ცოდნის შეძენა ან სწავლაზე კონცენტრირება. ბევრად იღბლიანია  კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ ეფექტურად მოქმედებას, საკუთარი იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზაციას. გაძლიერდება თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში, რაც დაგეხმარებათ გავლენის სფეროების გაფართოვებაში.

 

* ქალწული – ნაკლებად სტაბილური კვირაა. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა თავს შეგახსენებენ გარკვეული ფინანსური პრობლემები ან ძველი ხელშეკრულებების შეუსრულებელი პირობები. მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციებისგან. ყურადღების გამოჩენა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგირთულდებათ ქრონიკული დაავადებები. თუმცა, კვირის მეორე ნახევარი ბევრად სტაბილური იქნება და გარკვეული პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ.

 

* სასწორი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. პირველ ნახევარში გაძლიერდება  ცნობისმოყვარეობა და მართალია, შეძლებთ საკუთარი ინტელექტუალური მონაცემების წარმოჩენას, არგუმენტების წყალობით კი, თავისუფლად დაარწმუნებთ ოპონენტებს ნებისმიერ კამათსა თუ დისკუსიაში, მაგრამ არაა გამორიცხული ზედმეტად აქტიურმა პარტნიორებმა მნიშვნელოვნად შეცვალონ თქვენი გეგმები. ბევრად სასიკეთო და პოზიტიურია კვირის მეორე ნახევარი, როცა სარფიან პროექტებში ჩებმებით და იდეების განსახოირციელებლად საჭირო ადამიანებსაც მოიძიებთ.

 

* მორიელი – ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, ნაკლებად სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, მეორიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. კვირის პირველ ნახევარში გააქტიურდებიან ფარული მტერბი და კონკურენტები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან, რაც მეტად ნეგატიურად იმოქმედებს ისედაც დასუსტებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საერთო გუნება-განწყობაზე. იძულებული გახდებით მოისმინოთ უმარავი პრეტენზია და ბრალდება, არაა გამორიცხული კოლეგებმა ძველი შეცდომებიც შეგახსენონ, რაც გულსაც დაგწყვეტ და თქვენი დაბნეულობის მიზეზიც გახდება, რადგან არ გეცოდინებათ როგორ მოიქცეთ. შედარებით მშვიდია კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას და მეტ-ნაკლებად სწორი სტრატეგიის შემუშავებას.

 

* მშვილდოსანი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. პირველ ნახევარში შეძლებთ გეგმებისა და იდეების რეალიზაციას, ახალი და საინტერესო კონტაქტების დამყარებას. თუმცა, მოგიწევთ მეტი თავშეკავების გამოჩენა მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, რათა ზედმეტი ირონიითა და პირდაპირობით არ გამოიწვიოთ არასასიამოვნო კონფლიქტები. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა თავისუფლად შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას და საკამათო საკითხების გადაწყვეტას.

 

* თხის რქა – ნაკლებად სტაბილური კვირაა. განსაკუთრებით რთული იქნება პირველი ნახევარი, როცა იძულებული გახდებით ჩაებათ კონფლიქტებში როგორც კოლეგებთან, ისე ოჯახის წევრებთან. მაქსიმალურად მოერიდეთ მოგზაურობას, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას და გარშემომყოფებთან ზედმეტად ურთიერთობის დაძაბვას. არა ნაკლებ რთულია კვირის მეორე ნახევარიც, მართალია, შეძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას, მაგრამ გექნებათ გარკვეული ფინანსური დანაკარგები.

 

* მერწყული – საკმაოდ საინტერესო, ცვლილევბების კვირაა. განთავისუფლდებით ილუზიებისგან, ახლებურად შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და აბსოლუტურად განსხავებულად შეხედავთ საკუთარ ცხოვრებას, რაც დაგეხმარებათ სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებასა და გარკვეული პრობლემების მოგვარებაში. არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, გაიჩინოთ ახალი ნაცნობები და მათთან უფრო გაგიადვილდეთ ურთიერთობა, ვიდრე ძველ მეგობრებთან.

 

* თევზები – მეტად არასტაბილური კვირაა. გაგიჭირდებათ საკუთარი გეგემებისა და იდეების განხორციელება, მარცხი და წარუმატებლობა კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციონალურ მდგომარეობაზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საეჭვო ადამიანების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული პარტნიორებმა თქვენი მოტყუება სცადონ ან მოულოდნელად გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც უამრავ პრობლემასა და უსიამოვნებას მოგიტანენ. თხოვეთ დახმარება კომპეტენტურ და გავლენიან ადამიანებს, რომლებიც სასარგებლო რჩევებით ამოგიდგებიან მხარში ურთულესი პრობლემების მოგვარებაში.

 

* გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 12 და 13 ოქტომბერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები