LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანი დაუმარცხებელია, რონალდო შეუჩერებელი, რომა გოლებს დაეჩვია

100
-113174075-cristianoronaldo

იტალიაში ლიდერმა “მილანმა” მართალია ვერ მოიგო, მაგრამ მაინც დაუმარცხებელია, რადგან მსაჯის მიერ წამატებულ დროში გადარჩა. კრიშტიანო რონალდო კი ისევ იტანს და მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის.

სერია ა – მე-11 ტური:

 

“მილანი” ზედიზედ 23 მატჩია სერია ა-ში არ აგებს.

„ინტერმა“ სერია ა-ში ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო.

კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, ვინც 2000 წლის შემდეგ 400 მატჩი მოიგო. საუბარია ტოპ 5 ლიგაზე. მეორე ადგილზეა ლეო მესი – 365 მოგება. მესამეა რონალდოს ამჟამინდელი თანაკლუბელი, ჯიჯი ბუფონი – 350.

რონალდომ “იუვენტუსის” მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა და 77 გოლი გაიტანა. “იუვეში” 100 თამაშში უფრო მეტის გატანა ორმა ფეხბურთელმა მოახერხა. ესენია ომარ სივორი (84) და ფელიჩე ბორელი (80).

“რომამ” ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, მესამედ მოახერხა ერთ მატჩში 5 (ან მეტი) გოლის გატანა. ტოპ ლიგებში ეს გააკეთეს “ტოტენჰემმა” და “ბაიერნმა”.

“ვერონამ” 1984 წლის შემდეგ პირველად მოუგო “ლაციოს” სტუმრად. საინტერესოა, რომ ვერონელთა ამჟმინდელი შემადგენლობის არცერთი ფეხბურთელი მაშნ დაბადებული არც ყოფილა.

A

უღიმღამო დერბი და ლიდერების დაკარგული ქულები: პრემიერლიგა ციფრებში

“ატლეტიკოს” “რეალი” ყოველთვის მოერევა: ათიანმა მესიმ 600 გაიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები