ინგლისში მანჩესტერული დერბი გაიმართა და ძალიან უღიმღამოც გამოდგა (0:0). ქულები დაკარგეს სხვა ლიდერებმაც. ვერ მოიგო ვერც “ტოტენჰემმა” და ვერც “ლივერპულმა”, “ჩელსიმ” კი სულაც წააგო. ამით “ლესტერმა” და “საუთჰემპტომმა” ისარგებლეს და ოთხეულში აღმოჩნდნენ.
პრემიერლიგა – მე-12 ტური:
„მანჩესტერმა“ და „სიტიმ“ ბოლო სამ წელიწადში პირველად ითამაშეს ფრედ და ვერ გაიტანეს გოლები.
ამ სეზონში „მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში სამ საშინაო შეხვედრაში ვერ გაიტანა. მთელ გასულ სეზონში მხოლოდ ორ მატჩში.
„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში პირველად წააგო ბოლო 10 მატჩში („ევერტონთან“). „არისტოკრატები“ სამი თვეა არ აგებდნენ.
“ჩელსიმ” მიმდინარე პრემიერლიგაში პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა.
სიგურდსონმა 6 გოლი გაიტანა „ჩელსიში“. უფრო მეტი, ვიდრე სხვა ვინმემ პრემიერლიგაში.
“არსენალს” 10 გოლი აქვს პრემიერლიგის 12 მატჩში – ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 39 წელიწადში.
არტეტას “არსენალმა” პრემიერლიგაშ 6 გაძევება დაიმსახურა. 2-ჯერ მეტი ვიდრე როელიმე სხვა გუნდმა 2019 წლის დეკემბრიდან მოყოლებული.
ჯეიმი ვარდიმ ჩემპიონატის 11 მატჩში 14 ქულა მოაგროვა (10+4). წინ მარტო ჰარი კეინია – 19.
“კრისტალ პალასს” 2015 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია “ტოტენჰემი” პრემიერლიგურ მატჩში.