მზე დღეს იმყოფება კირჩხიბის ემოციურ, მგრძნობიარე და ტრადიციულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს წესრიგისა და სისუფთავის, მეტად ორგანიზებულ და დისციპლინირებულ ქალწულის ზოდიაქოში. ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს.
დღის რეკომენდაციები:
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს ყველგან და ყველაფერში. შესაძლოა, ადამიანებში საგრძნობლად მოიმატოს თავდაუჯერებლობამ და კომუნიკაციის ნაკლებობამ. პერიოდი მეტად სასიკეთოა სახლის დალაგება-დასუფთავებისთვის, ქიმწმენდისთვის, საბუთების მოწესრიგებისა და უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისთვის.
დღევანდელი დღე ხელსაყრელია გასაუბრებების გავლისთვის, საფინანსო-საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, სწავლისთვის, საქმიანი მიმოწერისა და ვაჭრობისთვის. ასევე, კარგი დროა აუდიტორული შემოწმებების დასაგეგმად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები აუცილებლად ახდება, თუმცა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ.
მოერიდეთ ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და ახალ ნაცნობობას. დღეს არ არის სასურველი ახალი, სარისკო საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მეგობრულ სფეროშიც მოსალოდნელია გარკვეული გაუგებრობების წარმოქმნა, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.
პარტნიორული ურთიერთობები:
საგრძნობლად მოიმატებს პირდაპირობა, კრიტიკულობა, წვრილმანებისადმი ჩაძიება, წყენა და გაბუტვა. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რათა ამ ნეგატიურმა ტენდენციებმა ურთიერთობები საბოლოოდ არ დაძაბოს.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია თვალების, ტერფების, ლიმფური და ნერვული სისტემების მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი. ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას საგრძნობლად გააძლიერებს ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ბეჟი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე დადებითი კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.