LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4387
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

დღის რეკომენდაციები:

ნუ იქნებით ზედმეტად ზედაპირული გადაწყვეტილებების მიღებისას, არ აჰყვეთ ჭორებსა და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც საგრძნობლად მოიმატებს. შეინარჩუნეთ სულიერი წონასწორობა, ურთიერთობებში კი მოერიდეთ ხისტ, ზედმეტად პირდაპირ და მეწვრილმანე დამოკიდებულებას – ყველგან მეტი დიპლომატიურობა გამოავლინეთ.

დღევანდელი დღე მეტად სასიკეთოა ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო საქმეებისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. კარგი პერიოდია სახლის დალაგება-დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში არ ახდება.

ამავდროულად, ეს პერიოდი საკმაოდ რთულია ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის. კატეგორიულად არ არის სასურველი ახალი, მნიშვნელოვანი თუ გრანდიოზული საქმის დაწყება, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და ნებისმიერი სახის სარისკო მოქმედება.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია თვალების, ლიმფური და ნერვული სისტემების, ასევე ტერფების მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ყვითელი და მწვანე იასპის, მალაქიტის, აქატისა და ქრიზოპრაზის გამოყენება. ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას მაქსიმალურად გააძლიერებს ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე და ნარინჯისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები: დღევანდელი დღე მეტად სასიკეთო და წარმატებულია ქალწულის, თხის რქისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ფრთხილია ეს პერიოდი ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები