LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

616
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის 02:14 საათზე და გასტანს დილის 09:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

დღეს მაქსიმალურად კეთილსინდისიერად და სამართლიანად უნდა იმოქმედოთ. მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას. ხასიათში მკაფიოდ გამახვილდება ემოციურობა და მგრძნობიარობა. პერიოდი ცოტა ტრავმულია და საჭესთან მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. ახალი საქმეების დაწყებისგანაც თავი უნდა შეიკავოთ. მოქმედებისას ზედმიწევნით დაიცავით წინასწარ შედგენილი გეგმა.

პერიოდი შესანიშნავია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოსავლენად, ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად, მეგობრული კონტაქტებისა და წვეულებებისთვის. დღევანდელი კოსმიური ფონი ხელს უწყობს პრობლემების დიპლომატიურად, მშვიდობიანად მოწესრიგებას და სხვადასხვა საკითხში კომპრომისების მიღწევას. პერიოდი მეტად სასიკეთოა ქორწინებისთვის, საიუბილეო საღამოების მოწყობისა და მკურნალობის დასაწყებად.

მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. სამაგიეროდ, დღე საუკეთესოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ხელოვნების ნიმუშების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, მუსიკალური აპარატურის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შესაძენად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრების ახდენა შემდგომში ფრიად საეჭვოა.

პარტნიორული ურთიერთობები:

დღევანდელი დღე მაქსიმალურად უწყობს ხელს ახალი პარტნიორული თანამშრომლობის დაწყებასა და კავშირების გამყარებას.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის, ფარისებრი ჯირკვალი) და თირკმელების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი.

კვების რაციონიდან აუცილებლად გამორიცხეთ ცხარე, შებოლილი კერძები, თხილი, თაფლი და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტები. ასევე, არაა სასურველი მარილიანი საკვებისა და ზედმეტი რაოდენობის სითხის მიღება.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ნეფრიტის, ლაზურიტის, ჟადეიტის, საფირონისა და ციტრინის გამოყენება. ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას საგრძნობლად გააძლიერებს ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითი და პოზიტიურია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ეს პერიოდი თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები