LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

173
მიხეილ ცაგარელი

ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის 02:13 საათიდან და გასტანს მთელი დღის განმავლობაში, ღამის 24:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

დღეს მაღალია არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა, ამიტომ ნუ იჩქარებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ასევე, საგრძნობლად მატულობს ინტრიგების, დაცინვის, ჭორების, ქურდობისა და მოტყუების რისკი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ინფორმაცია ზედმიწევნით გადაამოწმეთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და საკუთარი საიდუმლო არავის გაანდოთ. კარგია ლოცვა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. დღე არ არის სასიკეთო ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და რემონტის დასაწყებად. ასევე, მკაცრად მოერიდეთ ალპინისტურ ლაშქრობებს.

სამაგიეროდ, დღევანდელი დღე საუკეთესოა ტელევიზორის, გაჯეტების, ტელეფონისა და სხვა საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად. პერიოდი მაქსიმალურად უწყობს ხელს კონტაქტებს, კონფერენციების ჩატარებას, აუქციონებს, პრეზენტაციებს, რეკლამას, ავია-მოგზაურობას, სწავლას, სამწერლო საქმიანობას, საქმიან მიმოწერასა და მშენებლობას. დღევანდელი სიზმრები კი შემდგომში აუცილებლად ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები:

პირად სფეროში მოიმატებს ზედაპირულობა და ფლირტისადმი მიდრეკილება. თავს იჩენს გარკვეული შინაგანი მერყეობა და გაორებაც, რაც ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველ გავლენას მოახდენს სტაბილურ ურთიერთობებზე.

ჯანმრთელობა:

დღეს საგრძნობლად სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრების არე. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. მოერიდეთ უჰაერო სივრცეებში ყოფნას, ხოლო საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ცხარე და შებოლილ პროდუქტებს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად და იღბლის გასაძლიერებლად გამოიყენეთ თოფაზი, აქვამარინი, ამაზონიტი და ლაბრადორი. თქვენს შარმსა და მიმზიდველობას კი მაქსიმალურად გააძლიერებს ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე დადებითია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ფრთხილია ეს პერიოდი კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები