LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3203
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება კირჩხიბის მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს აქტიურ, ენერგიულ, ლიდერული თვისებებითა და სიყვარულით აღსავსე ლომის ზოდიაქოში. ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს.

დღის რეკომენდაციები:

გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დაპირებები აუცილებლად უნდა შეასრულოთ. დღეს საგრძნობლად გამძაფრდება ბრძოლა ძალაუფლებისთვის ცალკეულ პირებს შორის. მაქსიმალურად გაასაიდუმლოვეთ თქვენი ახალი იდეები – თუ კონფიდენციალურობას არ დაიცავთ, ახალი გეგმების რეალიზაცია საგრძნობლად გაგიჭირდებათ.

დღე შესანიშნავია სწავლისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. პერიოდი მეტად სასიკეთოა იურიდიული საქმიანობისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, ახალი თანამდებობისა და ახალი სამსახურის დასაწყებად. ასევე, კარგი დროა ძვირფასეულობის, კოსმეტიკის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

დღეს მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლასა და მცენარეების დარგვა-გადარგვას.

პარტნიორული ურთიერთობები:

დღეს შესაძლოა ფარული სიყვარული საჯარო გახდეს და გამჟღავნდეს. პერიოდი ხელს უწყობს ახალ პარტნიორულ ნაცნობობასა და რომანტიკულ წვეულებებს.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. მკაცრად მოერიდეთ ნერვიულობას, გადაღლას, სიმძიმეების აწევას, სოლარიუმს, აბანოსა და საუნას – ყოველივე ეს ნეგატიურ დაღს ასვამს გულის ზონას.

სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ქარვის, ბრილიანტის, მთის ბროლის, სარდიონისა და სერდოლიკის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას მაქსიმალურად გააძლიერებს წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე დადებითია ვერძისა და ტყუპების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი ქალწულის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები