LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

183
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დღის 13:45 საათზე და გასტანს დღის ბოლომდე (24:00 საათამდე). ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ამასთანავე, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც განპირობებულია ახალმთვარეობით (ახალმთვარეობის პიკი გვაქვს 13 საათსა და 45 წუთზე). მზისა და მთვარის ენერგიათა შეერთება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ხდება, რაც საგრძნობლად განაპირობებს ადამიანებში აგრესიულ და დეპრესიულ გამოვლინებებს. მკვეთრად იზრდება კონფლიქტების, სხვადასხვა სახის ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. მატულობს ტყუილისადმი მიდრეკილება, მოულოდნელი ხასიათცვალებადობა და ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია. ერთი სიტყვით, ნეგატიური ტენდენციების გამოვლინებების რისკი საკმაოდ მაღალია.

დღის რეკომენდაციები:

დღეს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, ნუ განახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს და ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. ასევე, ნუ აწარმოებთ მოლაპარაკებებს და ნუ დადებთ ხელშეკრულებებს – ამისათვის პერიოდი აბსოლუტურად არახელსაყრელია. მკაცრად აკონტროლეთ თქვენი ემოციები და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. კარგია ლოცვა, ყველას დალოცვა და პატიება.

მაქსიმალურად მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს, ქორწინებას, სესხის აღებას ან გაცემას, სახლის მშენებლობის დაწყებას, ბინის შეცვლასა და დაპირებების გაცემას. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობაც. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი მძიმე სიზმრები შემდგომში არ ახდება.

მეორე მხრივ, ეს დღე პოზიტიურია შემოქმედებითი მუშაობისთვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისთვის. პერიოდი ასევე ხელს უწყობს ხალხურ შემოქმედებას.

პარტნიორული ურთიერთობები:

პირად სფეროში შესაძლოა ფარდა აეხადოს ძველ საიდუმლოებებს, პარალელურად კი საგრძნობლად მოიმატებს ეჭვიანობა და უნდობლობა.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის მხრივ საგრძნობლად სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად რეკომენდებულია გიშერის, მარჯნის, აქატისა და ონიქსის გამოყენება. ხოლო ფერებიდან სასურველია თეთრი, ყვითელი, ცისფერი, მწვანე და იისფერი ტონები. აღნიშნული ფერები, სამოსში გამოყენების შემთხვევაში (იქნება ეს ერთობლივად თუ ცალ-ცალკე კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით), საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიმზიდველობას.

ზოდიაქოს ნიშნები: დღევანდელი დღე დადებითია კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს პერიოდი ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი თავის მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები