LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1322
მიხეილ ცაგარელი

თითქმის მთელი დღე და მთელი ღამე მოქმედებს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა ყურადღება შედარებით მოდუნებულია. აღნიშნული ფაქტორი შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

დღეს თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისგან, თუმცა პერიოდი მეტად ხელსაყრელია მათი სამომავლო დაგეგმვისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სამყარო დღეს თქვენი იდეების მართებულობას ამოწმებს, ამიტომ, თუ რომელიმე ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, ესე იგი, ის რეალიზებას არც იმსახურებდა. გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ინტუიციითა და დაკვირვებულობით დღეს საკმაოდ კარგ შედეგებს მიიღებთ.

მოერიდეთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას, ადგილსამყოფელისა თუ ბინის შეცვლას, სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და სესხის აღებას. პარტნიორული თანამშრომლობა და მგზავრობა დღეს მაინცდამაინც სასურველი არ იქნება. სამაგიეროდ, დღევანდელი დღე საუკეთესოა ნადირობისა და თევზაობისთვის, თვითშემეცნებისთვის, ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, ცხოველების შესაძენად, სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის, გამოძიებისთვის, ასევე მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები:

მიუხედავად საერთო დაძაბულობისა, დღევანდელი კოსმიური ფონი იძლევა კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი სტაბილურობა და საიმედოობა შეიტანოთ.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) სასურველი არ არის. ასევე მკაცრად მოერიდეთ გინეკოლოგთან ვიზიტს, რენტგენოლოგიურ კვლევებსა და სხივურ თერაპიას. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმი დღეს თვითგაწმენდის რეჟიმშია, ამიტომ ნუ მიიღებთ ზედმეტ საკვებს. სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია ენდოკრინული სისტემისა და ყელ-ყურ-ცხვირის მკურნალობა. რეკომენდებულია მეტი იმოძრაოთ.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შანსების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ოპალის, თოფაზის, ქრიზოპრაზის, მარჯნისა და იასპის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმსა და მიმზიდველობას მაქსიმალურად გააძლიერებს წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე მეტად დადებითი და პოზიტიურია კუროს, მორიელის, ქალწულისა და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და საყურადღებოა ეს პერიოდი მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები