LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანი ჰაკას ცეკვავს და ფეხბურთს ისევ ვერ თამაშობს (ვიდეო)

30

ერთ დროს არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს გრანდი, „მილანი“ დღეს მისთვის უჩვეულო პოზიციებზეა და საკმაო ხანია სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობს. კლუბის ხელმძღვანელობამ ხან რა სცადა და ხან რა, მაგრამ საშველი ჯერ არ ჩანს. ახლა კი მილანელებმა კიდევ ერთ ხერხს მიმართეს, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა.

სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანმა“ შინ აუტსაიდერთაგან „კარპის“ უმასპინძლა და თამაშის დაწყებამდე არატრადიციულად მიესალმა. „როსონერიმ“ ახალ ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების საქვეყნოდ ცნობილი მისასალმებელი ცეკვა – ჰაკა შეასრულა.

მიუხედავად შთამბეჭდავი დასაწყისისა, „მილანმა“ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ფრედ 0:0 ითამაშა.

 

https://www.youtube.com/watch?v=-nS4vrWkMsA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები