პსჟ-ს სუპერვარსკვლავი ლეო მესი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მისმა ნათესავებმა მაინც მოახერხეს სახელის დაგდება. მათ შორის არიან მილიონერიც და ფეშენ-დიზაინერიც.
მესის ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრი მამამისია – ხორხე. ის ფეხბურთელის აგენტიცაა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შვილის „ბარსადან“ პარიზში გადაბარგებაში.
ლეოს უფროს ძმას ბოლო წლები იოლი არ ჰქონია. 2018 წელს მატიასი დაიჭირეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შენახვისთვის და 2.5 წელი მიუსაჯეს. მატიასი ციხეში არ მოხვდა და საზოგადოებრივი სამუშაოებით გამოძვრა სიტუაციიდან. ადრე, 2008 წელს იყო დაკავებული ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის.
როდრიგო, ლეოს კიდევ ერთი უფროსი ძმა, მილიონერი გახდა. მას ეკუთვნის ფირმა Kin Sport Management – სპორტული სააგენტო ვარსკვლავური კლიენტურით.
დაბოლოს, მარია, მესის უმცროსი და. მანაც მიაღწია წარმატებას. გოგონა მუშაობს ფეშენ-ინდუსტრიაში – ის დიზაინერი და მოდელია. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ტანსაცმლის ხაზი – The Messi Brand.