Mini ამერიკაში მხოლოდ ელექტროქარებს გამოუშვებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი ამერიკის ბაზრის დაპყრობას გეგმავს და ამის შესახებ ინფორმაცია BMW-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა პიტერ შვარცენბრაუერმა გაავრცელა. ამერიკელები კომპაქტურ ავტომობილებს აღარ ყიდულობენ, ამიტომ ელექტრონულ მოდელებზე გადასვლა კომპანია Mini-ს გადარჩენის ერთადერთი გზაა. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ელ-მობილების მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა და გამონაკლისი არც ამერიკელები არიან. გერმანული კონცერნიც, რომელიც mini-ს მფლობელია, ახალ მოდელებს 2019 წლიდან გაყიდის.
აღსანიშნავია, რომ ინოვაციური ელექტროქარები სპეციალურად დიდი ქალაქების მაცხოვრებლებზე იქნება გათვლილი.