LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

mini-JEEP – ავტოსთორი

107
mini-JEEP - ავტოსთორი

რა არის დიდი ავტომობილი? ლიმუზინი? კი. დიდია. მინივენი? დიდია. მაგრამ პირველ რიგში არც ლიმუზინი გვახსენდება და არც მინივენი. თითქოს ორივე რაღაც ცალკე ტიპს წარმოადგენენ და სულ ეს არის. ერთი ფუფუნების საგანია და მეორე უფრო შესაძლებლობების. სინამდვილეში დიდ ავტომობილზე რაც გვახსენდება, ეს არის ყველგანმავლები. ან უფრო მარტივი გაგებით, ჯიპები. ვიცი…ვიცი ჯიპი ბრენდის სახელია. პომიდორი ხილია. ჯამი ჭურჭელია. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ დიდი ჯიპი, ოღონდ პატარა.

წარმოგიდგენთ მინი ჯიპს. 2024 წელს საზოგადოებამ სრულიად ელექტრო ვრანგლერი იხილა და ჯიპმა რამდენიმე ფლაგ ინ ჰიბრიდიც გაყიდა. ბოლოს და ბოლოს ბრენდს ნულოვანი გამონაბოლქვის ავტომობილებზე გადასვლის პრეტენზია აქვს. რომელ მოდელებზე გავრცელდება ეს, ჯერ დროის საგანია, თუმცა ერთ-ერთი ფლაგმანი რომ რუბიკონია, ამას წყალი არ გაუვა.

ქროსოვერი, რომელსაც ძალიან ფართო და დიდი ისტორია აქვს, არც მომავალში ჩამორჩება მსოფლიო ავტომობილების მარკეტინგულ რბოლას და თავადაც შემოგვთავაზებს მანქანებს, რომელსაც თვალს ვერ აუქცევ. ამ კონკრეტული მოდელის პროპორციები წააგავს Jeep Compass-ს.

მას აქვს ცხაურის დეტალით გამოყოფილი ფარები, დეტალი ერთმანეთისგან ციმციმა მაშუქსა და ძირითად ფარებს მიჯნავს. ცხაური დახურულია, თუმცა Jeep-ის ტრადიციული ცხაურის მსგავსი 7 დანაყოფის იმიტაციას ქმნის. მას დახვეწილი ლურჯი ჰორიზონტალური ზოლი მიუყვება, ქვედა მარჯვენა მხარეს კი ასო „e” აქვს გრავირებული.

სურათი, რომელიც კომპანიამ წარმოგვიდგინა, მის მიხედვით ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ ფუნქციონალურია თუ არა შუაში არსებული ვიწრო ღიობი.

ნისლსაწინააღმდეგო ფარები ქვედა სარტყელშია განთავსებული. ცენტრში ექვსკუთხა ბადეა, მის შუაში კი სენსორია მოთავსებული.

რაც შეეხება უკანა მხარეს. უკანა მაშუქები X-ის ფორმისაა. ქვედა მარცხენა მხარეს კიდევ ერთი „e” ემბლემაა დატანილი.

უკანა ბამპერს შავი საფარი აქვს, ბოლოში კი ვერცხლისფერი დეტალი მიუყვება. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ქროსოვერი ელექტროა, მას გამოსაბოლქვი მილი არ სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები