MINI მარტიდან თავის ავტომობილებზე ახალ, უფრო გამარტივებულ ლოგოტიპს გამოიყენებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ემბლემა ერთმანეთში ბრენდის ტრადიციულ ფასეულობებსა და განვითარების სულს აერთიანებს, რომელიც მომავლისკენ მიისწრაფვის.
სიმბოლო ემბლემის სამგანზომილებიან ბრტყელ გრაფიკულ გამოსახულებას წარმოადგენს, რომელსაც მინი 2001 წლიდან იყენებს.
გამარტივებული ლოგოტიპი 2015 წლიდან გამოიყენება, როდესაც ახალი თაობის მოდელი Clubman გამოვიდა. თუმცა, ეს ემბლემა მხოლოდ პრომო მასალებსა და სადილერო ცენტრების გაფორმებაში გამოიყენება.
თუ როგორ გამოიყურება ახალი ლოგოტიპი, მისი ნახვა კონცეპტქარ Electric Concep-ის მაგალითზე შეიძლება. პროტოტიპი ფრანქფურტის ავტოსალონზე, სექტემბერში იყო წარმოდგენილი.