LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინუს 111: რუსებს ოლიმპიადაზე არ უშვებენ

22

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 111 რუს სპორტსმენს 2018 წლის ზამთრის თამაშებში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ამის შესახებ წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

პირველად განაცხადში რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 500 სპორტსმენი შეიყვანა, მაგრამ მათი პირადი საქმეების შესწავლის შემდეგ, ამ რაოდენობას 111 სპორტსმენი გამოაკლდა. ისინი პიონჩანგის თამაშებზე არ დაუშვეს.

როგორც დაითვალეს, იმ რუს სპორტმენებს შორის, რომლებსაც 2018 წლის ოლიმპიადაზე დაუშვებენ, 80 პროცენტს არ უასპარეზია 2014 წლის სოჭის თამაშებში, სადაც რუსების მიერ შექმნილი დოპინგსისტემა მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული 13 მედალი ჩამოართვეს. იმის გამო, რომ ოლიმპიადისთვის სპორტსმენთა შერჩევა ჯერ ისევ გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი რუსი გამოვა ზამთრის ოლიმპიადაზე.

პიონჩანგში ოლიმპიადა 9-25 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები