LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მითხრეს, რომ ჩემ ცოლს სხვა ჰყავდა, თანაც არაერთი

76
Stadio Olimpico di Roma, l'addio di Francesco Totti al calcio giocato

ფრანჩესკო ტოტიმ მოდელ ილარი ბლაზისთან 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორების შესახებ ისაუბრა.

„რომას“ ლეგენდამ ივლისში აცნობა, რომ ცოლს შორდებოდა.

„რთული პერიოდი გამოვიარე. დავასრულე კარიერა, მერე მამა გარდამეცვალა კორონავირუსით. მეც მძიმედ ვიყავი 15 დღის განმავლობაში კოვიდის გამო. თუმცა ჩემ ცოლს თანადგომა არ გამოუჩენია, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

არ არის მართალი, რომ პირველად მე ვუღალატე. მე ვთქვი, რომ ამის შესახებ არ ვისაუბრებდი. მაგრამ იმდენი მოგონილი ისტორია წავიკითხე ბოლო პერიოდში… ზოგიერთის გამო ჩემი შვილები დაზარალდნენ კიდეც.

გასული წლის სექტემბერში ჩემამდე ჭორები მოდიოდა: „ილარის სხვა ჰყავს. თან არა ერთი“. მე მისთვის არ მიღალატია 20 წლის განმავლობაში, როგორც მას ჩემთვის. მაგრამ როდესაც ამის შესახებ სხვადასსხვა ხალხმა გამაფრთხილა, ვისაც ვენდობი, ეჭვი შემეპარა. მის ტელეფონში ჩავიხედე და დავინახე, რომ არსებობს მესამე ადამიანი, რომელიც ილარისა და სხვა მამაკაცს შორის შუამავალია.

იყო მტკიცებულება. ფაქტები. ამან დეპრესიამდე მიმიყვანა.

მეტს ვეღარ მოვითმენდი, ვითომ არაფერი ხდებოდა. მაგრამ ეს მე არ ვიყავი, ვიღაც სხვა. გამოვძვერი ნოემის დამსახურებით.

მეშინია, რომ ყველაფერი სასამართლომდე მივა. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ შეთანხმებამდე მივალთ.

ახლა დუმილს ვარჩევ. ეს საღამო ცხოვრების 6 თვე დამიჯდა. მერჩივნა ფეხბურთსა და „რომაზე“ მელაპარაკა, რომელსაც მუდმივად ვატარებ ჩემ გულში“, უთხრა ტოტიმ Corriere dello Sera-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები