LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi ახალი Pajero-ს წარმოებაზე უარს აცხადებს

49

Mitsubishi Motors-ის ხელმძღვანელობა უარს აცხადებს განახლებული Pajero-ს წარმოებაზე. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა Automotive News- წერს.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა Pajero-ს წარმოების გარკვეული დროით გადადების შესახებ. დღეს კი კომპანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წარმოებიდან ამოღებული იქნება, როგორც ზემოხსენებული მოდელი, აგრეთვე სხვა, ნებისმიერი ჯიპის ტიპის ავტომობილი. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მსუბუქი ავტომობილების გაუმჯობესების მიზნით მიიღო. გარდა ამისა, საუბარია მათი საწვავის მოხმარებისა და მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირებაზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობენ კომპაქტურ ავტომობილებს. თუმცა, 2017 წელს საავტომობილო ბაზარზე განახლებული Outlander გამოჩნდება, რომელიც სავარაუდოდ უკანასკნელი ჯიპის ტიპის ავტომობილი იქნება.

გარდა ამისა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ შეწყვეტილია Mitsubishi Lancer და Mitsubishi Galant-ის წარმოებაც, რომელის მიზეზადაც კომპანიის ფინანსური კრიზისი სახელდება. ამ ორ მოდელთან დაკავშირებით იაპონელებმა 2013 წელს  გააფორმეს კონტრაქტი ალიანსთან Renault-Nissan , თუმცა, შეთანხმება ავტომობილების წარმოების შესახებ დღემდე არ არის მიღწეული.

გარდა ამისა, ოპტიმიზაციისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისათვის Mitubishi უარს აცხადებს ახალი თაობის კომპაქტური ელექტროავტომობილის i-MiEV-ის წარმოებაზეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები