LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi რუსეთში გაყიდულ 39 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს

62

Mitsubishi რუსეთში გაყიდულ 39 ათას ავტომობილს უკან გაიწვევს. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. როგორც იაპონური ბრენდის წარმომადგენელი აცხადებს, სერვისის აქცია ორ მოდელს – Outlender-სა და  ASX-ს შეეხება. საუბარია ავტომობილებზე, რომლებიც 2015 წლის თებერვალი – 2017 წლის ივნისის პერიოდში გაიყიდა. გამოწვევის მიზეზი კი გარკვეული ხარვეზები გახდა. Mitsubishi-ს სპეციალისტებს ძრავის, ვინტილატორის და საქარე მინის გათბობის შემოწმება მოუწევთ. ბუნებრივია, სარემონტო სამუშაოები სრულიად უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში Mitsubishi-მ 16,5 ათასი Pajero და i-MiEV გაიწვია. პრობლემის მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობა გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები