LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi შესაძლოა გაკოტრდეს

56

მას შემდეგ, რაც იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi სკანდალში გაეხვა, იკლო კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების გაყიდვამ, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა შემოსავლებზეც და იაპონელები, ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

ცნობილი ხდება, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში Mitsubishi-ს ზარალმა 19,1 მილიარდი იენი ( 173 მილიონი დოლარი) შეადგინა. თუმცა მოსალოდნელია, რომ ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კომპანიის მესვეურებს მოუწევთ აანაზღაურონ მომხმარებლებზე მიყენებული ზარალი, რომელიც არც თუ ისე მცირე თანხას შეადგენს.

როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, კომპანია Mitsubishi-ს ავტომობილების შემოწმება და შესწავლა უკვე ამერიკაშიც მიმდინარეობს, რაც დამატებით ფინანსურ საფრთხეს წარმოადგენს იაპონელებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებული მაქინაციების გამო, დიდი ზარალი მიადგათ კომპანებს Nissan-სა და Suzuki-ს. ჯერჯერობით ამ ორი კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა, როგორც ჩანს, ავტომობილების ტექნიკური დეტალების გაყალბებით იაპონიის თითქმის ყველა მსხვილი ავტომწარმოებელი იყო დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები