LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიულერმა 50-ჯერ მოიგო

14

მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე ტომას მიულერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 50 გამარჯვებას მიაღწია.

გერმანულმა კლუბმა შინ ”ოლიმპიაკოსი” 4:0 დაამარცხა, მიულერმა შეხვედრის მეოცე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში 3:0 გახადა. ეს გამარჯვება ტომასისთვის ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო გახდა.

რეკორდის წინა მფლობელი ესპანელი რაული იყო, რომელმაც 50-ე გამარჯვებას 26 წლისა და 257 დღის ასაკში მიაღწია. მიულერი კი რეკორდსმენი 26 წლისა და 72 დღის ასაკში გახდა.
რაულს მესი (27 წელი და 134 დღე), იკერ კასილიასი (27 წელი და 189 დღე) და კრიშტიანუ რონალდუ (28 წელი და 28 დღე) მოსდევენ.

 

 

CUpAz3nXAAIpoa7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები