მიუნხენი „მოახლეების წვეულებისთვის“ ემზადება. გრანდიოზულ დღესასწაულს 15 ივლისს ინგლისის ბაღი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „მოახლეების წვეულება“ მიუნხენში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან ტარდება, მაშინ გერმანელი მოახლეები ბაღში დილიდანვე იკრიბებოდნენ და დროს ცეკვასა და თამაშში ატარებდნენ. ასეთი შეკრებები ძირითადად კვირაობით იმართებოდა ხოლმე, რადგან როგორც წესი, მოახლეები ძალიან დაკავებულები იყვნენ და თავისუფალი დროის გამოძებნა უჭირდათ. დღესდღეობით კი ტრადიციული წვეულება მხიარულ ზეიმად გადაიქცა და ის მუსიკას, ცეკვებსა და უგემრიელეს კერძებს აერთიანებს.