ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ექიმი-რეაბილიტოლოგი, სპორტის ექიმი, თეა ადამია და „საირმეს“ პროდაქტ დეველოპერი, ელი ჩაკვეტაძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ცხოვრების მჯდომარე წესზე, უმოძრაობით გამოწვეულ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომზე ისაუბრეს და გაგვიზიარეს კურორტ „საირმის“ ძალიან საინტერესო შეთავაზებები და პროცედურები, რომლებიც აღნიშნული პრობლემების მოგვარებას და სხეულის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
ქალბატონო თეა, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მჯდომარე ცხოვრების წესი, უმოძრაობა?
პირველი შთაბეჭდილება რომ შევქმნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქტუალურია აღნიშნული პრობლემა, მოდით, ვთქვათ, თუ რა უჯდება მსოფლიო ჯანდაცვას ადამიანების არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ეს გახლავთ ყოველწლიურად, დაახლოებით, 80 მილიარდი. ასევე, ცნობილია, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი ზრდის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ალბათობას, ამიტომ ეს უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. 2030-ის გამოწვევა – მეტი აქტიური ადამიანი, უფრო ჯანმრთელი სამყაროსთვის, ნიშნავს, რომ როგორმე 15-დან 20 %-მდე შევამციროთ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.
იმის განსამარტად, თუ რამდენად სახიფათოა არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, მე შემიძლია, ჩამოვყვე დიაგნოზებს, რაც შეიძლება, რომ პირდაპირ კავშირში იყოს არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასთან.
ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ რაღაც მავნე გავლენა იწვევს ჯანმრთელობის რაღაც ტიპის გაუარესებას, მაგალითად, მწეველობა იწვევს კიბოს, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, რომ მაგალითად, ცხოვრების მჯდომარე წესიც ზრდის ონკოლოგიური პასუხის ალბათობას, ეს ეხება როგორც სწორნაწლავის, ისე წინამდებარე ჯირკვლის, მკერდის კიბოს განვითარებას. ცხოვრების მჯდომარე წესი ძალიან მძიმედ ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. 21-ე საუკუნეს ჯანმო განიხილავს, როგორც მენტალური პრობლემების საუკუნეს, მენტალური ჯანმრთელობის მართვის საუკეთესო ბერკეტი კი ფიზიკური აქტივობაა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როდესაც ვსხედვართ, განსაკუთრებით თუ 50 წელს ვუახლოვდებით, ჩვენ გვემუქრება ისეთი არასასიამოვნო პრობლემა, როგორიცაა სარკოპენია, კუნთების გამძლეობის შემცირება, კუნთოვანი მასის ხარისხოვანი გაუარესება, რაც იწვევს თვით მოვლის გართულებას, ჩვენი ეფექტიანობის შემცირებას, ჩვენი ფუნქციონალური სტატუსის გაუარესებას, დეპრესიას, დემენციას და კიდევ სხვა ტიპის პრობლემებს, მაგალითად, ქალბატონებში, მენჯის ქვედა კედლის შესუსტებას, რაც ახალგაზრდებში სამშობიარო ძალების სისუსტეს და მშობიარობის დროს უფრო მეტ გართულებას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს, ის ასევე იწვევს ხერხემლის პრობლემებს.
ზოგადად, დღესდღეობით, ძალიან ბევრი კურორტი მთელს მსოფლიოში, მიმართავს შემდეგ მიდგომას, იპოვოს პრობლემის მიზეზი, მანამ სანამ ტკივილი გაჩნდება, რომ როგორმე ჩაჭრას ეს პროცესი. კარგია, რომ ეს ტრენდი საქართველოშიც შემოვიდა.
ქართულში არსებობს ძალიან კარგი გამოთქმა – სკამის ფორმა მივიღე. აღმოჩნდა, რომ ამ ტერმინს ძალიან კარგი სამედიცინო განმარტება აქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ჯგუფის კუნთები დამოკლდა, გარკვეული გაიწელა, გარკვეული კი ზომაში შემცირდა. როდესაც ვსხედვართ და ფეხები მოხრილი გვაქვს, ნიშნავს, რომ ბარძაყის უკანა ჯგუფი დამოკლდა, წელის მალებზე წნევა გაიზარდა, დასუსტდა დუნდულო, რადგან არის წნეხის ქვეშ. ეს ყველაფერი კი არის მზა რეცეპტი იმისთვის, რომ საღამოს ძალიან გვეტკინოს წელი. თუ გინდათ, რომ გადაამოწმოთ, შეგიძლიათ, ადგეთ, წინ მოიხაროთ და ნახოთ, თითებით იატაკამდე თუ მისწვდებით. თუ ვერ მიწვდებით, მზა რეცეპტი იმისა, რომ წელში დისკომფორტი გექნებათ, უკვე გაქვთ.
ეს თემა ძალიან აქტუალური და ძალიან საშიშია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, რადგან მოზარდი უფრო მოწყვლადია და ფიზიკურ აქტივობას მასთან მხოლოდ გართობის და რეკრეაციის ფუნქცია არ აქვს, აქ აქვს ჩამოყალიბების ფუნქცია, რადგან ბავშვმა უნდა დააგროვოს კრიტიკული ძვლის მასა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ბავშვმა უნდა მოახერხოს, რომ მზარდ სისხლძარღვებს გააყოლოს გულის კუნთის გაზრდა, ბავშვმა უნდა მოახერხოს, რომ გარდატეხის პერიოდში ჰორმონალური აჯანყება დალაგდეს აგზნება-შეკავებით თავში. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა არის არასაკმარისი და ნიშნავს იმას, რომ არის დამაზიანებელი.
ახსენეთ ასაკი, უმოძრაობა, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ნაკლები ფიზიკური აქტივობა, თუ რამდენ დაავადებას, პრობლემას იწვევს ის, შესაძლებელია, თუ არა ამ ყველაფრის გამოსწორება, ყველაფრის თავიდან დაწყება?
აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. პირველი და ყველაზე მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რომ ჩვენ არ ვმოძრაობთ, არავის ბრალი არ არის, ეს არის ჩვევა, რომელიც ან გვაქვს ან არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, გავაცნობიეროთ, რამდენად ვმოძრაობთ. აქ საუბარი არ არის ვარჯიშზე, ფიზიკური აქტივობა ნიშნავს იმას, რომ მე ვმოძრაობ, სად ვმოძრაობ და როგორ ვმოძრაობ, ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამას ასე ვთქვათ, საათობრივ კონვერტაციას გავუკეთებთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელებისთვის ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა კვირაში 75 წუთი, სრულიად საკმარისია არაგადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად, თუმცა გადამდები დაავადებებთან მიმართებაშიც ძლიერდება იმუნური პასუხი ზომიერად მოვარჯიშეებში.
იმ პოპულაციაში, რომელთაც ინტენსიური დატვირთვა არ შეუძლიათ, ეს არის განგრძობითი, არის 150 წუთიდან 300 წუთამდე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთჯერადად უნდა დავიტვირთოთ დღის განმავლობაში ასე და მერე, საერთოდ დავწყევლოთ ის დღე, როცა ვარჯიში გადავწყვიტეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში მოვძებნოთ პატარ-პატარა თავისუფალი წერტილები, თავისუფალი დრო და გადავანაწილოთ ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს ფეხით გავლა, სამუშაო ადგილიდან ადგომა და გავლა, ბუქნების გაკეთება, მაღაზიაში ფეხით გასვლა, საშუალო ინტენსივობის ვარჯიში და ა.შ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ დიახ, დღის განმავლობაში ხშირად უნდა დავკავდეთ ზომიერი ფიზიკური აქტივობით, რომ გულისცემა სულ იყოს ტონუსში და არა ერთჯერადად და ზედიზედ. საშუალო ინტენსივობის ვარჯიში ძალიან სამედიცინოდ ჟღერს, ამიტომ მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის ვარჯიში, რომლის დროსაც თქვენ შეგიძლიათ, რომ სახელი და გვარი თქვათ გადაბმულად. სუნთქვის და მეტყველების ტემპი ძალიან განსაზღვრავს ვარჯიშის ხარისხს. ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისი, თავს კარგად უნდა ვგრძნობდეთ, უნდა შეგვეძლოს საუბარი, არ უნდა გვტკიოდეს არაფერი, არ უნდა გვეწყებოდეს ქოშინი.
ვისაუბრეთ მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეულ სერიოზულ პრობლემებზე… არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ასე ცხოვრობენ, არის თუ არა საჭიროება, რომ ასეთმა ადამიანებმა გარკვეული ტიპის კვლევები ჩაიტარონ, რომ ნახონ, მიიღეს თუ არა რაიმე უარყოფითი შედეგი?
პირველ რიგში, ადამიანმა უნდა ჩამოწეროს თუ რა აწუხებს, თუ რა უშლის ხელს და შეაფასოს 0-დან 10-მდე სისტემით. შემდეგ, ამის შესაბამისად მიმართოს ექიმს.
თუ თქვენ არასდროს გივარჯიშიათ და გადაწყვიტეთ, რომ სპორტით დაკავდეთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინასწარ აუცილებლად ჩაიტაროთ სტრეს-ტესტი.
წინა გადაცემაში, ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი ეფექტი აქვს კურორტოლოგიას და „საირმეს“ უროლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, როგორც მკურნალობის დამატებით, დამხმარე მეთოდს. ახლა, განვიხილოთ, რა ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს „საირმეს“ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მჯდომარე წესით ცხოვრობენ, ანუ აქვს თუ არა „საირმის“ მინერალურ წყალს რაიმე დამატებითი, დამხმარე ეფექტი სიტუაციის გაუმჯობესებისთვის?
დავიწყოთ იმით, რომ საირმე ბუნებრივად უნიკალური ადგილია. ის არ არის ძალიან მაღალმთიანი, სადაც ასე ვთქვათ, გაიშვიათებულია ჟანგბადი და შესაბამისად, არ სჭირდება შეგუება, ადაპტაცია, ამიტომ საირმეში მოკლევადიანი მისვლაც უფრო ადვილად გადასატანია, რადგან ის ზომიერი ჟანგბადით გაჯერებული, არაჩვეულებრივი არეა, რაც ძალიან დიდი პლუსია.
რაც შეეხება „საირმის“ წყლებს ისინი ორ ძალიან დიდ ჯგუფად იყოფა. ერთი ჯგუფი გახლავთ დასალევი წყლები, რომლებიც უნიკალურია თავისი შემადგენლობით. ზოგადად, მინერალური წყალი ნიშნავს, რომ ის მინერალებით არის მდიდარი. საქართველო ნამდვილად არის ღვთისმშობლის წილხვედრი, რადგან ჩვენთან ძალიან უხვად არის ბუნებრივი რესურსი, მინერალი. „საირმის“ კურორტი ძალიან მდიდარია მსგავსი რესურსით. ასევე, იქ არის პერსონალი, რომელიც თქვენი ჩივილების მიხედვით საზღვრავს, თუ რომელი წყალი, რა დროს, რა დოზით, დღეში რამდენჯერ უნდა მიიღოთ.
ზოგადად, ჩვენი საკვები პროდუქტები სამ ძირითად ნაწილად იყოფა – „Go, Grow, Glow“, ანუ ერთ, ის, რაც ენერგიისთვის გვჭირდება, ანუ ნახშირწყალი, მეორე, რაც ზრდისთვის გვჭირდება, ანუ ცილა და მესამე, რაც სიბრჭყვიალისთვის გვჭირდება, ანუ მინერალები და ვიტამინები. „საირმის“ წყლები კი ძალიან უხვად არის გაჯერებული მინერალებით. გარდა ამისა, „საირმეში“ არის თერმული წყალიც. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. მოსახლეობაში რომ მოვიკითხოთ, ბევრს ექნება გაგებული თურქული კურორტი, სადაც თერმული წყალი მოედინება, არადა ამ დროს, ჩვენთან ძალიან უხვად არის ეს ყველაფერი, ჩვენთან არის ამ თერმული წყლის ულევი წყარო, შესაბამისად, შეგიძლიათ, მიიღოთ აბაზანა, ჩაიტაროთ წყლის პროცედურები, უბრალოდ ივარჯიშოთ წყალში, რომელიც კანსაც მოსწონს.
ახლა, რომ ვიკითხოთ, დღის განმავლობაში ვინ რამდენი წყალი დალია, აღმოჩნდება, რომ ძალიან ბევრს საერთოდ არ დაულევია. ჩვენ გვაქვს ორი საყოველთაო პრობლემა, „წყალი დამავიწყდა“ და „მთელი დღე ვზივარ“. „საირმე“ კი ამ ორი პრობლემის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
როგორც უკვე აღნიშნეთ, „საირმე“ კლიენტებს მრავალფეროვან პროცედურებს, სხვადასხვა ტიპის სამკურნალო წყალს სთავაზობს, თქვენ, როგორც ექიმ-რეაბილიტოლოგს, როგორც სპორტის ექიმს ყველაზე მეტად რა მოგეწონათ „საირმეში“?
მე, პირველ რიგში, მომეწონა თვითონ იდეა, რომ კურორტი უნდა იყოს ის ადგილი, საიდანაც ჩვენი თავის უკეთესი ვერსია დავბრუნდებით, ფიზიკურ დონეზეც და განწყობის დონეზეც. „საირმეს“ ასევე აქვს ცალკე მიმართულება, ის ყველას სთავაზობს ჯანსაღ კვებას. აღსანიშნავია თერმული წყალი, ბაროთერაპია, სარელაქსაციო მასაჟი და ა.შ. ჩვენ გვაქვს საშუალება, ადამიანს ერთიანად შევთავაზოთ სრული რელაქსი. პაციენტს შეუძლია, რომ ადგილზე გაესაუბროს ექიმს, გაიტესტოს, შეამოწმოს ძვლის სტრუქტურა, მოქნილობა, კუნთის გამძლეობა, ნახოს, ხომ არ არის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის კუნთოვანი დისბალანსი და ა.შ. დატესტვა, მკურნალობა, აღდგენა, ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია შესაძლებელი. სხეულის აღდგენის ადგილია. კლიმატით, კვებით, მიდგომით, ექიმთან საუბრით, გაუმჯობესებისთვის სრულ პოტენციალს ვიყენებთ.
„საირმეს“ არაჩვეულებრივი ლაბორატორია აქვს, იქ ისეთი კვლევების ჩატარებაც არის შესაძლებელი, რომელიც ჩვეულებრივ, რიგით ლაბორატორიაში შეიძლება ვერ ჩაიტაროთ.
მე პასუხს ვაგებ „საირმის“ სტაფზე, რადგან როგორც ექიმს, მე არ მომეწონება სტაფი, რომელიც ვერ ერკვევა იმ სფეროში, რომელსაც მე 25 წელი შევალიე. „საირმეში“ არის გადამზადებული პერსონალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა დროს რა გააკეთოს.
გვაქვს პროცედურების ძალიან დიდი ჩამონათვალი, ბაროთერაპია, პრესოთერაპია, ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ჰიდროთერაპია, თერმოთერაპია, რომლებიც შეძლებენ, რომ ორგანიზმში მედიკამენტის შეყვანის გარეშე, გააღვიძონ თქვენი საუკეთესო ვერსია და ორგანიზმის ფუნქციური სტატუსი ბევრად აამაღლოს.
„საირმემ“ დადებითი ეფექტი შეიძლება იქონიოს იმ ადამიანებზეც, ვინც პირიქით, აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, დაკავებულია სორტით?
რა თქმა უნდა.
„საირმე“ სრულად ამბივალენტური კურორტია, ის კარგია, როგორც ასაკოვანი ადამიანებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის. იქ თქვენ შეგიძლიათ ცხენებით იჯირითოთ, გამოიყენოთ ყველაზე მაღალი ზიპლაინი და ა.შ. თუ თქვენ აქტიური ხართ, ჩვენ ვნახავთ, რა აქტივობების გაკეთება შეგიძლიათ, გამოგიწვევთ… „საირმეში“ ასევე არის დარბაზი, აკვა აერობიკა. „საირმეს“ ხიბლი არის ის, რომ შესაძლებელია ოჯახური დასვენება, რადგან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის შესაბამისი აქტივობა. იქ ყველაფრის საშუალებაა, მთავარია, თქვენ გადაწყვიტოთ, რომ გსურთ თქვენს ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა, ჩვეულებრივი რუტინიდან გადახვევა და იმაზე დაფიქრება, თუ რისი გაუმჯობესება შეგიძლიათ.
თქვენი რეკომენდაციით, რა დრო უნდა დავყოთ კურორტზე, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ და რა სიხშირით არის სასურველი „საირმეში“ ვიზიტი?
მთავარი არის, თქვენ იგრძნოთ, რომ კურორტზე ყოფნით მაქსიმალური კომფორტი მიიღეთ, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე, დაღლა-დასვენების ტიპზე. ძალიან კარგია, როცა შეგვიძლია 2 კვირაში ერთხელ ქალაქს გავერიდოთ, თუნდაც 2 საათით. აქტივობის, გარემოს ნებისმიერი ცვლილება კარგად აისახება ორგანიზმზე. ასევე, ნუ გვავიწყდება, რომ ქალაქი, აქაური ჟანგბადი ძალიან დაბინძურებულია, შესაბამისად, როდესაც ვხვდებით ისეთ ადგილას, სადაც სუფთა ჟანგბადია, ეს უკვე ძალიან კარგი თერაპიაა.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია წყლით შევსება. იმის დასადგენად იღებთ თუ არა საკმარის წყალს, არის ძალიან მარტივი ტესტი, უბრალოდ, შეხედეთ შარდის ფერს, როცა საპირფარეშოში შეხვალთ. თუ შარდი არის მუქი, თქვენ წყალი გაკლიათ და თუ ეს ხშირად ხდება, თქვენ მუდმივად დრამატულად გაკლიათ წყალი, რაც იწვევს დაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას, მეხსიერების გაუარესებას და ა.შ.
კარგია, თუნდაც 2 დღით ქალაქიდან გასვლა, ცოტა ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჟანგბადის მიღება, წყლის რეკომენდებული რაოდენობით მიღება, გადატვირთვა და ყველაფრის თავიდან დაწყება.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „საირმეში“ ყოფნისას ყალიბდება დისციპლინაც, თუ რომელ საათზე ვჭამთ, ვვარჯიშობთ და ა.შ. რადგან გრძელვადიანად ეს ნიშნავს კვების ჩვევის, ვარჯიშის ჩვევის, ძილის ჩვევის ჩამოყალიბებას, რადგან კურორტიდან დაბრუნების შემდეგ, ამ ყველაფერზე მოთხოვნა რჩება.
ქალბატონო ელი, რას გულისხმობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი?
ეს თემა ძალიან საინტერესო, სენსიტიური და აქტუალურია 21-ე საუკუნეში. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ე.წ. მენეჯერის სინდრომი ხანგრძლივი მდგომარეობა, ხანგრძლივი პროცესია და აქ წამყვანია გონებრივი და ფსიქო-ემოციური გადაძაბვა. შესაძლოა, ადამიანი იყოს ფიზიკურად აქტიური, ეწეოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვებებოდეს ჯანსაღად, მაგრამ იმდენად გადატვირთული გრაფიკი და იმდენად ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდეს, რომ აღენიშნებოდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. რისკ ჯგუფში არიან მენეჯერული პოზიციის ადამიანები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე დიასახლისები, ადამიანები, რომელთაც მუდმივად აქვთ ემოციური, გონებრივი გადაძაბვა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი მიმდინარეობის მიხედვით ოთხი ტიპისაა, მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ძალიან მძიმე. სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია სიმპტომებიც. მარტივ შემთხვევაში ეს არის მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, არასრულფასოვანი ძილი, უინიციატივობა. აღნიშნულ პრობლემას შეიძლება ახასიათებდეს სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებაც, ასევე სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა. შეიძლება, სახეზე იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, პირის ღრუს, სასუნთქი სისტემის დაავადებები, რევმატული ტკივილები, მუდმივი თავის ტკივილი და ა.შ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის სწორი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება, იმის განსაზღვრა, რომ პროცესში წამყვანია გონებრივი, ფსიქო-ემოციური გადაძაბვა და არა რაიმე ორგანოს პათოლოგია.
ვინ ახდენს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოსტირებას და „საირმის“ კურორტზე აღნიშნული სიმპტომებით ჩამოსული ადამიანი, როგორ დგება სწორ გზაზე?
პრობლემის იდენტიფიცირებას შესაბამისი ანალიზების და სადიაგნოსტიკო მეთოდების მეშვეობით სპეციალისტი, მკურნალი ექიმი ახდენს.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხშირად ადამიანები განვითარებადი დაავადების ჩივილებს უგულებელყოფენ და შესაბამისად, სავალალო შედეგებამდე მიდიან. ექიმთან დროული ვიზიტი და პრობლემის დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოები ჯაჭვისებურად არის დაკავშირებული, შესაბამისად, ერთის დაზიანება, მისი ფუნქციის მოშლა, ყოველთვის იწვევს სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლას. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური მკურნალობა. მაგალითისთვის, თუ ადამიანს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ფონზე დაუქვეითდა საჭმლის მომნელებელი სისტემა და მან მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობა დაიწყო, მას ან საერთოდ არ ექნება ეფექტი ან შედეგი იქნება ძალიან ხანმოკლე და დროებითი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქო-ემოციური სტატუსის დარეგულირება და გაუმჯობესება.
როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა, ადამიანი ძალიან აქტიური იყოს ფიზიკურად, ეწეოდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, იკვებებოდეს ჯანსაღად, მაგრამ მაინც აღენიშნებოდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რა არის ამ დროს პრობლემის მთავარი მიზეზი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროს მთავარი და წამყვანი ფაქტორია გონებრივი და ფსიქო-ემოციური გადაძაბვა. შესაძლოა ვარჯიშობდეთ, აქტიური იყოთ, მაგრამ გონება გქონდეთ ძალიან გადატვირთული და ამან განაპირობოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ჩამოყალიბება.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია ძილის დარღვევაც, რაც მოიაზრებს როგორც უძილობას, ასევე არასრულფასოვან ძილს და გამოღვიძების ეპიზოდებს.
რა ხდება, როცა ადამიანი ქრონიკული დაღლილობის სინდრომით მოდის „საირმეში“, რა ტიპის კვლევები უტარდება მას აღნიშნული დიაგნოზის დასადასტურებლად და შემდეგ უკვე, როგორია რეკომენდაციები, როგორია მკურნალობის მეთოდი?
მომხმარებელი „საირმეში“ ან უკვე დადასტურებული დიაგნოზით მოდის ან ჩვენთან არსებულ 24 საათიან პოლიკლინიკაში ხდება დიაგნოსტირება.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მკურნალობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მისგან განკურნება არ ხდება, ხდება სიმპტომების შემსუბუქება და სწავლა, თუ როგორ ვმართოთ ის. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პრობლემასთან მიმართებით მთავარია კომპლექსური მიდგომა და არა რომელიმე, ერთი კონკრეტული მიმართულებით ჩართულობა. წამყვანი აქ მაინც არის მშვიდი დასვენება, ძილის გაუმჯობესება, ჯანსაღი კვება, რაც ყველაზე მთავარია, კონტრასტული შხაპები, მასაჟი, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის ჩართულობა.
ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ „საირმის“ წყლების უნიკალურ შემადგენლობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ყველა ჰიდროპროცედურა თერმული წყლით ტარდება, რომელსაც აქვს თავისი ძალიან მრავალფეროვანი ქიმიური შემადგენლობა, ის შეიცავს კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, გოგირდს, ბორს, ასევე ლითიუმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ფსიქო-ემოციური სტატუსის დასარეგულირებლად. წყალი, რომელიც 1500 მეტრის სიღრმიდან ამოედინება, თავისი ბუნებრივი ტემპერატურის მეშვეობით, წყლის აბაზანების მიღებისას, სწრაფად აფართოებს ფორებს და შესაბამისად, სწრაფად ხდება აქტიური ნივთიერებების ათვისება, ორგანიზმში შეწოვა და სისხლის მეშვეობით ამ სასარგებლო ნივთიერებების სხვადასხვა ორგანოებამდე მიტანა. პარალელურად, ხდება ფსიქო-ემოციური სტატუსის დარეგულირებაც.
რაც შეეხება ჰიდრო-ჭავლურ პროცედურებს, წყალქვეშა მასაჟს, შარკოს შხაპს, ისინიც თერმული წყლით ტარდება. შესაბამისად, პროცედურის ეფექტს ემატება თერმული წყლის ეფექტიც. როგორც წინაზე ვისაუბრეთ, ჩვენთან ასევე ტარდება ჰიდროკოლონოთერაპია, რომელიც ძალიან აქტუალურია და პირდაპირ კავშირშია ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მართვასთან. „საირმეში“ ტარდება პირის ღრუს ირიგაციები თერმული წყლით, ასევე გვაქვს ჰალოთერაპიის კაბინეტი, რომელიც მარილის ოთახი გახლავთ და რომელიც სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზებისთვის. ჩვენთან ასევე ტარდება ინჰალაციები მინერალური წყლით. აღსანიშნავია საირმეს ჰავა, რომელსაც მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან მიმართებით, შეთავაზებაში ძალიან ბევრი რამ არის ჩამოთვლილი, ექიმთან კონსულტაცია, დიაგნოსტირება, მინერალური წყლები, თერმული აუზები, წყალქვეშა მასაჟები, მარგალიტოვანი მინერალური წყალი და ა.შ. ამ ყველაფერს ერთიანად სთავაზობთ პაციენტს?
ის, თუ რა მომსახურებას შევთავაზებთ პაციენტს ძალიან ინდივიდუალურია, რადგან შეიძლება პაციენტს ისეთი თანმხლები დაავადება, პათოლოგია ჰქონდეს, რომ რომელიმე კონკრეტული პროცედურის ჩატარება მისთვის სასურველი და სასარგებლო არ იყოს. სტანდარტული არის შარკოს შხაპი და წყალქვეშა მასაჟი, ასევე მშვიდი აბაზანები, რაც შედარებით უსაფრთხოა, თუმცა მათაც აქვთ გარკვეული ტიპის უკუჩვენებები, რა დროსაც მათი ჩატარება რეკომენდებული არ არის, შესაბამისად, ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. პაციენტისთვის სასარგებლო პაკეტის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება.
თქვენ გაქვთ 3-7 დღიანი და ა.შ. შეთავაზებები. თქვენი რეკომენდაციით, რა არის ოპტიმალური დღეების რაოდენობა, რაც პაციენტს სჭირდება, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეამსუბუქოს, მოიხსნას?
ესეც ძალიან ინდივიდუალურია, რადგან როგორც ვახსენე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის რამდენიმე ფორმა არსებობს. შესაბამისად, ის, თუ რამდენი დღე უნდა დავყოთ კურორტზე, შედეგის მისაღებად, დამოკიდებულია პრობლემის მიმდინარეობაზე.
რაც შეეხება სამდღიან პაკეტს, ეს არ არის სამკურნალო, ეს არის შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რამდენიმე დღით გავიდნენ ქალაქიდან, დაისვენონ და სასარგებლოდ გამოიყენონ ეს სამი დღე. აღსანიშნავია, რომ შეიძლება, ამ სამ დღეშიც ძალიან თვალსაჩინო იყოს სიმპტომატიკის შემცირება.