LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხიარული სიმღერა არის… ჩემს მეუღლეს ეძღვნება, ძალიან დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს“- კოტე ქარუმიძე სიმღერის „შენთან“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

256
კოტე-ქარუმიძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ კოტე ქარუმიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „შენთან“ პრემიერა შედგა.

კოტე, როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ყველა სიმღერა ასეთი მოთხოვნადი და მსმენელისთვის საყვარელია?

არ ვიცი, თავისთავად ხდება. ზოგი იმისთვის იგონებს სიმღერას და ტექსტს, რომ სხვას მოაწონოს, მე რატომღაც ჩემთვის ვაკეთებ ამას. მერე, რა თქმა უნდა, მიხარია, ვიღაცას რომ მოსწონს, თუმცა მუსიკის კეთებისას, იმის წინასწარი განზრახვა არ მაქვს, რომ ვინმეს მოვაწონო.

როგორია სიმღერის „ყაყაჩო“ ისტორია?

სიმღერის ტექსტის ავტორი მარინა ქერაშვილია. ჩემმა მეგობარმა ლექსების რამდენიმე ბროშურა მაჩუქა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ამ ქალბატონს ეკუთვნოდა. შემდეგ, ეს ტექსტი მუსიკას მოვარგე და მგონი, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა.

ბევრი ახალი სიმღერა დაგიგროვდათ?

20 ისეთი სიმღერა მაქვს, რომელიც ჯერ თქვენ არ იცით.

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენთან“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. ვის ეძღვნება აღნიშნული სიმღერა, ვის ეკუთვნის ტექსტი, მუსიკა, არანჟირება?

რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს ეძღვნება, ძალიან დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს. ყველაფერი ჩემია, ჩემს სტუდიაში ჩავწერე. ერთადერთი, ტექსტის ნახევარი ეკუთვნის ერთ-ერთ ცნობილ პოეტს, მისამღერი ჩემი დაწერილია. მხიარული სიმღერა არის.

თქვენი მეუღლე თუ მღერის? არ გიფიქრიათ დუეტის ჩაწერაზე ან სიმღერის შექმნისას თუ გაძლევთ ხოლმე რაიმე რჩევებს?

მღერის თუმცა, არა საჯაროდ, ჩუმად, თავისთვის წაიმღერებს ხოლმე. ამ ბოლო დროს, ყველა სიმღერა მოსწონს.  

კოტე ქარუმიძე – შენთან

გადაცემის აუდიოჩანაწერი

კოტე ქარუმიძე – სამი ლექსი

კოტე ქარუმიძე. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები