LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ორი ქართველი ევროპა ლიგაზე

36

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები დაიწყო. რამდენიმე გუნდში ქართველი ფეხბურთელებიც გამოდიან. თუმცა მხოლოს ორმა მათგანმა ითამაშა.

არსენალი – ვორსკლა 4:2
E ჯგუფში პოლტავის “ვორსკლა” ლონდონის “არსენალთან” გასვლაზე დამარცხდა. სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლკობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ანდრო გიორგაძე სათადარიგოებში იყო.
“დეილი მეილმა” ყველა ფეხბურთელის თამაში შეაფასა, სანდრო კობახიძეს კი 5-იანი დაუწერა.

სპარტაკი (ტრნავა) – ანდერლეხტი 1:0
D ჯგუფის პირველ ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილისა და დავით სხირტლაძის გუნდი, სლოვაკური “სპარტაკი” ბელგიურ “ანდერლეხტს” შეხვდა და 1:0 დაამარცხა. ჭანტურიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყო.

რაპიდი – სპარტაკი (მოსკოვი) 2:0
ჯანო ანანიძის “სპარტაკის” განაცხადში არ იყო, რომელიც ავსტრიაში ვენის “რაპირმა” 2:0 დაამარცხა.

აკჰისარსპორი – კრასნოდარი 0:1
თორნიკე ოქრიაშვილის გუნდმა გასვლაზე თურქული გუნდი დაამარცხა. მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლ;იდერს, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა, არც რუსეთის პრემიერლიგაში ათამაშებენ და ამჯერადაც განაცხადის მიღმა დარჩა.

დუდელანჟი – მილანი 0:1
ლევან ყენიას “დუდელანჟი” პირველი კლუბია ლუქსემბურგიდან, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა, პირველ ტურში ეს გუნდი იტალიურ გრანდს, “მილანს” დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო, რადგან მცირე ხნის წინ ტრავმა გაუმიზეზდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები