LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელები: მანჩესტერი ლივერპულის შეურაცხყოფას არ ეშვება

37

ევროპა ლიგაზე გუშინ ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართა: ”მანჩესტერმა” ”ლივერპულს” უმასპინძლა (1:1 – ორი მატჩის ჯამში ”ლივერპულმა” 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა). ამ ორი დიდი გუნდის დაპირისპირება საყოველთაო ცნობილია. მანჩესტერელთა მხრიდან ინციდენტი მოხდა ლივერპულში გამართულ პირველ შეხვედრაში, თუმცა მანჩესტერელები ამით არ დაკმაყოფილდნენ.
”ლივერპულის” გულშემატკივრებს მანჩესტერში ბანერით ”მკვლელები” დახვდნენ.
”ჰილსბოროს” ტრაგედიაზე წამოძახილების შემდეგ მანკუნიანელებმა ახალი შეურაცხყოფა მოიფიქრეს.

ბანერი წარწერით ”მკვლელები” M602 გზაზე არსებულ ხიდზე გამოფინეს. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ლივერპულიდან მანჩესტერში ჩასვლა. პლაკატზე ასევე მითითებული იყო ”ჰილსბოროს” ტრაგედიის თარიღი – 1989 წლის 15 აპრილი.

შეგახსენებთ, 1989 წელს, ”ლივერპულსა” და ”ნოტინგემ ფორესტის” მატჩისას სტადიონ ”ჰილსბოროს” ტრიბუნებზე ჩხუბი ატყდა. შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, 760-ზე მეტი კი დაშავდა.

ოთხი წლით ადრე ბრიუსელის ”ეიზელის” სტადიონზე, ჩემპიონთა თასის ფინალში, ”ლივერპულსა” და ”იუვენტუსს” შორის, ასევე ჩხუბი გაჩაღდა, რამაც ტრიბუნის ჩამოშლა და 39 ადამიანის (ძირითადად იტალიელების) სიკვდილი გამოწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები