ჯენიფერ ლოპესი 49 წლის იუბილეს აღნიშნავს. მომღერალმა და მსახიობმა იუბილე ოჯახის წევრების, საყვარელი მამაკაცისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, სანაპიროზე აღნიშნა და დაბადების დღის ფოტოები „ინსტაგრამზე“ თავად განათავსა. ფოტოზე 49 წლის ლოპესი საცურაო კოსტიუმში პოზირებს და ყველა ამავე ასაკის ვარსკვლავთან შედარებით, უბრალოდ შეუდარებელია. ხელში ლოპესს შამპანურის ბოთლი უჭირავს და ალექს როდრიგესთან ერთად უბედნიერესი ჩანს. გიჩნდება სურვილი 49 წლის იუბილეს ყველა ამ ფორმაში ხვდებოდეს, ამ შინაარსის კომენტარებს წერენ მომღერლის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ ფოტოები „ინსტაგრამზე“ ალექს როდრიგესმაც გამოაქვეყნა, მათ შორის ისეთი ფოტოსურათები, რომელიც ამ დრომდე არ გვინახავს. მან ჯეი-ლოს დაბადების დღე ემოციური ფოტოების სერიით მიულოცა.