ოლივია დინმა, მოღალატეების პროფესიონალმა მამხილებელმა სასიყვარულო ურთიერთობების დანგრევის სირთულეებზე ისაუბრა. თავისი სამსახურის ბნელ მხარეებზე ინტერვიუ ქალმა Daily Mail-ს მისცა.
როგორც დინი ამბობს, მასთან მიდიან გოგონები, რომლებსაც პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი ეპარებათ. შემდეგ დინი ამ მამაკაცებთან იწყებს ურთიერთობას: ფლირტს, ზარებს და სექსუალური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნას. თავისი მომსახურებისთვის დინი მინიმუმ 50 ფუნტ სტერლინგს იღებს.
მამხილებლის თქმით, მამაკაცთა 80% ასეთ ტესტს ვერ გადის. საშუალოდ მას ერთი საათი სჭირდება, რათა „სამიზნე“ ღალატზე დაითანხმოს. ყველაზე დიდი ხანი, რომელიც მას მიმოწერაზე დაუხარჯავს, დაახლოებით 2 კვირა იყო.
დინი აღნიშნავს, რომ თუკი მამაკაცი მის შეტყობინებებსარ პასუხობს, შემდეგ ის დამკვეთის სურვილის მიხედვით მოქმედებს.
ქალი აღიარებს, რომ მისი სამსახურის მთავარი სირთულე გოგონებისთვის უსიამოვნო სიახლეების გაზიარებაა. ხშირად მათ უკვე იციან სიმართლე, თუმცა ამის სხვისგან მოსმენა მაინც არ სიამოვნებთ.
დინის თქმით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს კაცები ღალატობენ ყველას, მათ შორის ორსულ ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პარტნიორებსაც.