LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოისმინეთ, როგორ მღერიან Audi–ის ძრავები

36

Audi–ის დამუხტულმა ძრავებმა პოპულარული სერიალებიდან „მხიარული კამპანია“, „მერი ტაილერ მურის შოუ“ და „ვარსკვლავური გზა“ მუსიკალური თემები შეასრულეს. ამ გზით მწარმოებელმა იმის აღნიშვნა გადაწყვიტა, რომ უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია ამერიკული საავტომობილო პრემიის, ემის მთავარი საავტომობილო სპონსორია.

ამისათვის საკონცერტო დარბაზში Audi–ის სამი სარბოლო მოდელი: , SQ5 და R8 შეიყვანეს, რომელთა სიმძლავრეც 400, 354 და 610 ცხენის ძალებს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ძრავების მონაწილეობით მუსიკალური ექსპერიმენტები იშვიათობას არ წარმოადგენს  – განსაკუთრებით ამ მხრივ „ფორმულა ერთის“ გუნდის ინჟინერები აქტიურობენ, რომელთა შესრულებით „ღმერთო, დაიფარე დედოფალი“–ს, Happy Birthday–სა და We are the Champions, Queen–ის მოსმენაა შესაძლებელი. 


 


 


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები