LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოლაპარაკე“ გოჭი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

106
ქირიას NEWS შაბლონი (2)

კალიფორნიაში მცხოვრები „მოლაპარაკე“ გოჭი მერლინი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული ღორი. ამის შესახებ The Washington Post წერს.

მერლინის მფლობელმა, 28 წლის მინა ალალიმ, ის ოთხი წლის წინ შეიძინა და მალევე ასწავლა „საუბარი“. ამისთვის გოჭი იყენებს სპეციალურ ღილაკებს, რომლებზეც დაჭერისას სხვადასხვა ფრაზა ისმის.

გოჭი ღილაკებს დრუნჩით აჭერს. მათი ნაწილი მას სჭირდება იმისთვის, რომ ითხოვოს საჭმელი, წყალი ან გასეირნება, ხოლო სხვების დახმარებით გამოხატავს ემოციებს – მაგალითად: „ვბრაზობ“, „ტაში დაუკარით მერლინს“ ან „მომაქციეთ ყურადღება“.

მერლინის ერთ-ერთმა ვიდეომ 26 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, ხოლო ჯამში სოციალურ ქსელებში მას დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს. რეკორდის აღსანიშნავად გოჭი საკრამენტოს ქუჩებში გაასეირნეს, სადაც ფანები მას ბოსტნეულითა და ხილით უმასპინძლდებოდნენ.

მერლინი ეკუთვნის ვიეტნამური ღორების ჯიშს, რომლებიც მცირე ზომითა და მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. მათი სიმაღლე საშუალოდ 35-36 სანტიმეტრია, ხოლო მეგობრული ხასიათისა და სოციალიზაციის უნარის გამო ხშირად შინაურ ცხოველებად ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები