„მომავლის Renault” ვარშავის ქუჩებში დააფიქსირეს. კომპანიის ახალი კონცეპტ- ქარის ფოტოები ქსელში პირვლად გავრცელდა და მისი საჯარო დებიუტი პარიზის ავტოსალონზე უნდა შედგეს. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, პროტოტიპი საკმაოდ მოზრდილ ავტომობილს წარმოადგენს და გვერდითი ფანჯრები კი საერთოდ არ გააჩნია. როგორც ავტოექსპერტები ვარაუდობენ, სიახლე ეს იქნება მდიდრული უპილოტო მოდელი, რომელიც ელექტრო ძრავით იქნება უზრუნველყოფილი. ინოვაციური Renault-ის დიზაინში ისეთი კონცეპტ-ქარების კვალის შემჩნევაა შესაძლებელი, როგორიცაა- rezor, EZ-Go, და ასევე Symbioz.
შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს მეოთხე თაობის ავტოპილოტი, ელექტრონული აგრეგატი და მგზავრებისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის სისტემაც აქვს.