LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოში აუქციონზე იშვიათი სუპერქარი გაიყიდება

82

მაისის თვეში, მონაკოში აუქციონის სახლი Sotheby’s გასაყიდად შვიდი სუპერქარიდან, რომლებსაც ძრავი შუაში აქვთ განთავსებული, ერთ-ერთს გაყიდის. საუბარია ავტომობილზე სახელწოდებით RUF CTR3 Clubsport. ის პირველად შარშან, ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდა და 800-900 000 ევროდ არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ ის გარეგნულად Porsche 911-ს ჰგავს, RUF CTR3 Clubsport-ს საფუძვლად საკუთარი პლატფორმა უდევს, რომელიც კომპანია Multimatic-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ეს არის კანადური ფირმა, რომელიც Ford GT-ის სარბოლო და საგზაო მოდიფიკაციების აწყობით არის დაკავებული.

RUF CTR3 Clubsport-ს 3,8 ლიტრის მოცულობის ძრავი სავარძლების ქვეშ აქვს. მისი სიმძლავრე 777 ცხენის ძალაა. კოლოფი კი შვიდ საფეხურიანი „რობოტი“ ორი გადაბმულობით.

ნულიდან ას კილომეტრამდე სუპერქარი 3,2 წამში სწრაფდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე 380 კილომეტრ/საათია.

RUF CTR3 Clubsport-ის სალონის არქიტექტურა სრულად იმეორებს Cayman-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები