LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოში ჰაერში დაკიდებული რესტორანი გაიხსნება

315

მონაკოში ჰაერში დაკიდებული რესტორანი – „Dinner in the sky“ გაიხსნება. მონტე-კარლოს კაზინოს სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ 50 მეტრის სიმაღლეზე ივახშმონ.

უნიკალური რესტორანი მხოლოდ 10 დღე, 7-დან 16 ივლისამდე იმუშავებს და მის სტუმრებს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული დელიკატესების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. მაგიდის გარშემო ადგილი სულ 22 სტუმრისთვის იქნება გამოყოფილი  და მათ სავარძლებზე უსაფრთხოების ღვედებით დააბამენ.

ექსტრემალური ვახშმის მსურველებმა ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნონ, სერვისის ღირებულება კი 990 ევროდან დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები