მორტონის ნეირომა არის ფეხის ნერვის ანთება. ამ დროს მიმდინარეობს ნერვების გაფართოება ფეხის მესამე და მეოთხე თითებთან. ეს იწვევს ტკივილს, შეშუპებას ან სიარულის გაძნელებას. მნიშვნელოვანია მორტონის ნეირომის მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობის გარეშე ნეირომა შეიძლება გახდეს უფრო დიდი და გამოიწვიოს ნერვის მუდმივი დაზიანება. ნეირომები არის არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) წარმონაქმნები, რომლებიც ჩნდება სხეულის ნერვებზე. მორტონის ნეირომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტკივილი ფეხის თითებს შორის დგომისას ან სიარულის დროს; ტკივილი, რომელიც ძლიერდება, როდესაც ატარებთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს; შეშუპება თითებს შორის; ჩხვლეტა და დაბუჟება ფეხის არეში.
მორტონის ნეირომა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფეხის ძვლებს შორის არსებული ნერვი გაღიზიანებული და შეშუპებულია. ანთების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზეწოლა თითებზე და მათ შორის არსებულ ნერვებზე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ზოგიერთმა აქტივობამ შეიძლება გაზარდოს მორტონის ნეირომის განვითარების რისკი, მათ შორის: მაღალქუსლიანი ან ვიწრო ფეხსაცმლის ტარება; სპორტის თამაში, რომელიც მოითხოვს თქვენგან დიდ ზეწოლას ფეხზე; ფიზიკური სამუშაო, რომელიც მოითხოვს ფეხზე დგომას მთელი დღის განმავლობაში.
თუ მორტონის ნევრომას არ უმკურნალებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანება ან ქრონიკული ტკივილი დაზიანებულ ტერფში. მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ მორტონის ნეირომის რომელიმე სიმპტომს. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება შესაბამისი მკურნალობა, მით ნაკლებია გართულებების ალბათობა. ექიმი მორტონის ნეირომის დიაგნოზს ფიზიკური გამოკვლევით ადგენს. მკურნალობა მოიცავს სიმპტომებისგან გათავისუფლებას და ანთების შემცირებას დაზიანებული ნერვის არეში. მორტონის ნეირომის ყველაზე გავრცელებული მკურნალობაა: ფეხსაცმლის შეცვლა – ფართო, ფეხსაცმელზე გადასვლამ შეიძლება შეამციროს ზეწოლა დაზიანებულ ნერვზე; გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ამცირებს ტკივილს და შეშუპებას. კორტიკოსტეროიდები არის მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანთებას.