მოსკოვის მეტროში „ფეხბურთის მატარებელი“ გამოჩნდა. საფირმო ტრანსპორტი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიას ეძღვნება და მისი ნახვის საშუალება მგზავრებს 28 ნოემბრიდან აქვთ. „ფეხბურთის მატარებელი“ სულ რამდენიმე გაჩერებას მოივლის და ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმოძრავებს. აღსანიშნავია, რომ ვაგონების დიზაინი მთლიანად ფეხბურთს ეძღვნება – კედლებზე ისტორიული ფოტოები, წარწერები და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია გამოსახული.