LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში “ფარული პატრული” გამოჩნდა

56

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ნორმები მკაცრდება. შსს-მ ახალი ინიციატივები წარმოადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ფარულ პატრულირებას შეეხება. სხვადასხვა სიახლესთან ერთად, საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა პატრული შესაძლებელია საერთოდ ვერ შენიშნოს. შსს-ში განმარტავენ, რომ დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება.

საიდან მოდის ეს ინიციატივა: ევროპიდან თუ?.. “გაიშნიკები ხალხში გაერივნენ” – დაწერეს რუსულმა საიტებმა და დაანონსეს, რომ რუსეთში ფარული მეთვალყურეობა შემოიღეს. მოკლედ, საქმე აი რაშია: სულ ცოტა ხნის წინ, მოსკოვში ავტოსაგზაო დარღვევების გამოვლენა იმ ინსპექტორებმა დაიწყეს, რომლებიც ჩვეულებრივი საქალაქო ავტომანქანებით გადაადგილდებიან. ფარულ პატრულირებას ყოველდღიურად 30 ეკიპაჟზე მეტი ახორციელებს. მომავალ წელს კი მსგავსი მეთოდი მთელ რუსეთში დაინერგება. დასავლეთის ქვეყნების ანალოგიის მიხედვით რუსულ შსს-ში სურთ არა მარტო წესრიგის დამცველთა ავტომობილები დამალონ, არამედ თავად წესრიგის დამცველებიც. როგორც პოლიციაში განმარტავენ, უხეში დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მძღოლი სახიფათო მანევრს აკეთებს და ხიფათს ქმნის, პოლიციელები ინფორმაციას რაციით გადასცემენ უახლოეს პოსტს თუ ეკიპაჟს, შემდეგ ისინი აჩერებენ დამრღვევებს და შესაბამის ზომებსაც იღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები