LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოტოშლემების ტარების მოწოდებას სკანდალი მოჰყვა

47

კამპანია, რომელიც ჩინელებს მოტოშლემების ტარებას მოუწოდებდა, კლასობრივი სიძულვილის ჩამოყალიბებაში დაადანაშაულეს. ქალაქ იანჩენის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რამდენიმე პლაკატი, რომელთა დანიშნულებაც სწორედ შლემის ტარების პროპაგანდა იყო. თუმცა, რეკლამამ სრულიად განსხვავებული ეფექტი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ პლაკატი ყველას ურჩევს, რომ სახე შლემით დაიფარონ, რათა მაგარ ავტომობილში მსხდომმა მათმა ნაცნობებმა ისინი ვერ იცნონ. ანუ, კამპანია ფიქრობს, რომ ღარიბები უნდა დაიმალონ, რათა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შერცხვეთ. პლაკატებმა ძალიან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, რადგან მსგავსი წარწერები ღარიბების მიმართ სიძულვილს აღვივებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები