LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიო მანჩესტერს მოურიგდა, ოღონდ არ იცის როდის

44

ჟოზე მოურინიომ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” ჯენტლმენური შეთანხმება გააფორმა.

ერთადერთი აზრთა სხვაობა მუშაობის დაწყების ვადაა.

მოურინიოს უკვე აქვს შეთანხმება ”მანჩესტერის” აღმასრულებულ დირექტორთან ედ ვუდვორდთან, თუმცა არანაირი წინასწარი ხელშეკრულებისთვის მხარეებს ხელი არ მოუწერიათ.

როგორც Manchester Evening News წერს, მოურინიოს ეჭვი არ ეპარება, რომ ვან გაალს შეცვლის, მაგრამ არ იცის ეს როდის მოხდება.

პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტს ჟორჟე მენდეშს კი სურს, რომ მისი კლიენტი საქმეს რაც შეიძლება სწრაფად შეუდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები