LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება

49

Ardaidardo.Ge17 და 18 ოქტომბერს 15:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა.

2011 წლის „დურუჯის“ გამარჯვებული და წლევანდელი „დურუჯის“ ნომინანტის, რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „დაბადების დღე“ ყველაზე პატარა მაყურებლითვისაა განკუთვნილი.

კამერული ხასიათის სპექტაკლში ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ანი ზამბახიძე, ნიკა ფაიქრიძე, ნიკა ნანიტაშვილი და გიორგი ჯიქურიძე.

„დაბადების დღე“ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ გამოგონილი ამბავია გოგონაზე, რომელსაც ყოველ დაბადების დღეს ერთი სურვილი უსრულდება. რეჟისორი სტერეოტიპს არღვევს და მფარველ ანგელოზად მამაკაცი გამოყავს, რომელიც გოგონას ჯადოსნურ ტორტს ჩუქნის.

სპექტაკლი საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს. მასში გამოყენებულია როგორც ქართული, ასევე ინგლისურ ენოვანი ტექსტი. ქართული სიტყვების შესატყვის ინგლისურ ენაზე და პირიქით პატარებისთვის თავად მოქმედი გმირი ( მფარველი ანგელოზი) თარგმნის.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები