LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირება თითქმის დასრულდა

26

მრავალსართულიანი პარკინგების პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

“პროექტირების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ადგილები, როგორც თქვენთვის ცნობილია, შერჩეულია. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამასთან დაკავშირებით გაკეთებულია და ეს პროექტი გრძელდება”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები