LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსაჯი მატჩისას ფეხბურთელს ”აბამდა”

61

ესპანელმა არბიტრმა ორი ფეხბურთელი იმიტომ გააგდო, რომ მათმა თანაგუნდელმა მასთან ერთად პაემანზე წასვლა იუარა.
ესპანეთის ქალთა პირველი დივიზიონის გუნდის „სპორტინგ უელვას“ რუმინელმა ფეხბურთელმა ელენა პაველმა „სანტა ტერეზასთან“ შეხვედრისას არბიტრის მხრიდან „სხვანაირ დაინტერესებაზე“ ილაპარაკა.

„ეი გოგონა წაბლისფერი თმით, დღის მეორე ნახევარში ყავა დავლიოთ, – მითხრა მსაჯმა, – მე ვუპასუხე, უმჯობესია შენს სასტვენში ჩასტვინო. თავს უმწეოდ და დამცირებულად ვგრძნობ. მრავალი წელია ვთამაშობ, მაგრამ ასეთი სირცხვილი არასოდეს განმიცდია“, – აღნიშნა პაველმა.
რუმინელმა უკარებამ განმარტა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ არბიტრი მის გუნდს გადაეკიდა, არ დაუდო სუფთა პენალტი, ხოლო ორი ფეხბურთელი გაუგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები