LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობიარობიდან ორ თვეში ბიონსე იდეალურად გამოიყურება (ფოტო)

16

ბიონსე ტყუპების დედა მიმდინარე წლის ივნისში გახდა. როგორც ჩანს, მომღერალმა ფორმის დაბრუნება ორ თვეში მოახერხა და მის დემონსტრირებას სოციალურ ქსელებშიც უკვე არ ერიდება.

ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა ”ინსტაგრამზე” რამდენიმე ფოტო გააზიარა. მათზე ჩანს, რომ ვარსკვლავი არაჩვეულებრივად გამოიყურება, რასაც ის სწორ კვებასა და ცხოვრების აქტიურ წესს უმადლის.

”მიზნად დავისახე, ზედმეტი კილოგრამები მომეშორებინა: დავრბოდი სარბენ ბილიკზე, დავდიოდი ველოსიპედით და ვჭამდი მხოლოდ ბოსტნეულს. დაკავებული ვიყავი ფიტნესით, თუმცა ყველაზე მეტი ეფექტი სკამზე ხტუნვამ მომცა” – დაწერა ბიონსემ.

შეგახსენებთ, რომ 2 თვის ტყუპების, სერისა და რუმის გარდა, ვარსკვლავს 5 წლის ქალიშვილი, ბლუ აივი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები