LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე დასწრებადი სპორტული ლიგა

49

საიტმა sportingintelligence ყველაზე დასწრებადი პროფესიონალური სპორტული ლიგების რეიტინგი განაახლა. მონაცემები ბოლო სეზონის მიხედვით აიღეს – პლეი-ოფების და სხვა დამატებითი მატჩების გარეშე. ათეული ასეთია.
10. CFL (კანადის საფეხბურთო ლიგა, კანადური ფეხბურთი) – 24 692 მაყურებელი საშუალოდ 81 მატჩში

 

9. Liga MX (მექსიკის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, ფეხბურთი) – 26 151 მაყურებელი საშუალოდ 306 მატჩში

 

8. La Liga (ესპანეთის პრიმერა) – 28 191 მაყურებელი საშუალოდ 380 მატჩში (2015/16 სეზონი)

 

7. BBL (Big Bash League, კრიკეტის ავსტრალიური ლიგა) – 28 249 მაყურებელი საშუალოდ 32 მატჩში

 

6. NPB (Nippon Professional Baseball, ბეისბოლის ლიგა იაპონიაში) – 29 116 მაყურებელი საშუალოდ 858 მატჩში

 

5. MLB (აშშ-სა და კანადის ბეისბოლის ლიგა) – 30 131 მაყურებელი საშუალოდ 2428 მატჩში


მაყურებელთა საერთო რაოდენობით MLB საგრძნობი უპირატესობით კლიდერობს – 2016 წელს თამაშებს ცოცხლად 73 მილიონმა ადამიანმა უყურა.

 

4. AFL (ავსტრალიის საფეხბურთო ლიგა, ავსტრალიური ფეხბურთი) – 31 878 მაყურებელი საშუალოდ 198 მატჩში

 

3. პრემიერლიგა – 36 452 მაყურებელი საშუალოდ 380 მატჩში

 

2. ბუნდესლიგა – 42 421 მაყურებელი საშუალოდ 306 მატჩში


ბუნდესლიგაში 18 გუნდია და 74 მატჩით ნაკლები, ამიტომ ინგლისის პრემიერლიგა საერთო დასწრების მხრივ წინაა, თუმცა საშუალო მაჩვენებლით გერმანიაში მეტი ადამიანი დადის.

 
1. NFL (ამერიკული ფეხბურთი) – 69 487 მაყურებელი საშუალოდ256 მატჩში


ჯერჯერობით ყველაზე მიმზიდველი ლიგაა. დიდი ალბათობით ასე იქნება კიდევ კარგა ხანს – ძალიან პოპულარულია ამერიკული ფეხბურთი აშშ-ში და ძალიან დიდი სტადიონებია აქვთ NFL-ს კლუბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები