LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე კომფორტული ქალაქი

57

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა ხუთ კატეგორიაში 30 რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი გამოიყენეს, რომელთაგან თითოეულს 1-დან 100 ქულამდე მიანიჭეს და გამოკითხვაში მოხვედრილი 140 ქალაქი სწორედ ამ სისტემით შეაფასეს.

10.ტორონტო

მე-10 ადგილას ტორონტო აღმოჩნდა. ცხოვრების დონით, ბიზნესის წარმოების პირობებით, დემოკრატიის ხარისხითა და უსაფრთხოებით ქალაქი მუდმივად იკავებს მაღალ ადგილს მსგავს რეიტინგებში. ტორონტო აქტიურად ვითარდება გარეუბნებშიც და მიუხედავად იმისა, რომ კანადის დედაქალაქი მეორე უმსხვილესი ქალაქია ჩრდილოეთ ამერიკაში, გზებზე მაინც შეიმჩნევა საცობები, რაც სერიოზული შეფერხებაა გარეუბნებში მცხოვრები 6 მლნ. ადამიანისთვის.

10

9. ბერლინი

მე-9 ადგილი ბერლინმა მოიპოვა. ბერლინის ცნობილი კედლის დაცემის შემდეგ, ერთ დროს ორად გაყოფილი ქალაქი ტექნოლოგიურ ცენტრად იქცა, საკმაოდ დიდი ინვესტიციები მიიზიდა და დაბალი ფასებიც შეინარჩუნა. ეკოლოგიურად სუფთა და არქიტექტურული შედევრებით მდიდარი ბერლინი ბოლო წლებში ღამის ცხოვრების და ტოლერანტობის მაღალი კულტურის ქალაქად ითვლება.

berlini

8. მიუნხენი

რეიტინგის მე-8 ადგილი კიდევ ერთმა გერმანულმა ქალაქმა დაიკავა. ცხოვრების დონე მიუნხენში მართლაც ძალიან მაღალია, თუმცა არც ფასებია დაბალი (გერმანული სტანდარტების გათვალისწინებითაც კი). ქალაქში 20-ზე მეტი დიდი პარკია, მოსახლეობის რაოდენობა კი, 1,5 მლნ-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მიუნჰენი გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრია, დიდი რაოდენობით მწვანე ნარგავების წყალობით ქალაქში მაინც მყუდროების ატმოსფეროა შექმნილი. მიუნხენის ცენტრში შეუძლებელია მაღალი ნაგებობების ნახვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი, იდეალურად მუშაობს.

mu

7. ტოკიო

მე-7 ადგილი ტოკიოს ხვდა წილად. უცნაურია, მაგრამ უზარმაზარ ქალაქში, სადაც 13,3 მლნ. ადამიანი ფუსფუსებს, მაინც შენარჩუნებულია სიმშვიდის შეგრძნება, რაც მეტწილად კარგად გამართულული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის (პირველ რიგში მეტროპოლიტის) დამსახურებაა. მიუხედავად თავისი სუპერ თანამედროვეობისა, ქალაქი მაინც განიცდის უძველესი ტრადიციების გავლენას. ცხოვრების დონე აქ მაღალია, ისე როგორც ფასები, თუმცა ტოკიოელები არც ხელფასს უჩივიან.

tokyo

6. ოკლენდი

ახალი ზელანდიის უმსხვილესმა ქალაქმა მე-6 პოზიცია მოიპოვა. თავის ავსტრალიელ კონკურენტებთან ერთ დონეზე მყოფ ოკლენდს თავისუფლად შეუძლია დაიკვეხნოს ულამაზესი ყურეებითა და პლაჟებით, სადაც დასვენებაც შეიძლება და პიკნიკების მოწყობაც.

oak

5. ციურიხი

მე-5 ადგილი შვეიცარულმა ციურიხმა დაისაკუთრა. ქალაქის ტერიტორიაზე ორი მდინარე და ტბაა, რომლებიც სიმშვიდისა და მყუდროების ატმოსფეროს ქმნიან. ციურიხი ხელოვნების ნამდვილი ცენტრია, სადაც 50-ზე მეტი მუზეუმი და 100-მდე სამხატვრო გალერეაა. ციურიხი სუფთა და კარგად მართვადი ქალქია, რომელიც ნებისმიერ რეიტინგში მაღალ ქულებს თავისი უსაფრთხოებით და კარგად გამართული სატრანსპორტო სისტემის წყალობით ინარჩუნებს.

ciurix

4. სიდნეი

მე-4 ადგილი სიდნეიმ დაიკავა, სადაც თითქმის მთელი წელი მშვენიერი ამინდი და ბევრი სიმწვანე, კეთილმოწყპობილი პლაჟები და გემრიელი სამზარეულოა. სიდნეი ავსტრალიის უმსხვილესი ქალაქია, სადაც 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ცხოვრების დონე აქ ძალიან მაღალია, ბინის ქირაობა ან ყიდვა კი, ბევრად უფრო დაბალ ფასად შეიძლება, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა მეგაპოლისში.

sydney

3. მელბურნი

საუკეთესო სამეულს კიდევ ერთი ავსტრალიური მეგაპოლისი ხსნის. სიდნეის მსგავსად, მელბურნის მოსახლეობაც 4 მლნ-ს აჭარბებს, რომელთა დიდ უმრავლესობას ძველი ემიგრანტები შეადგენენ. სიდნეი ავსტარლიის გასტრონომიულ ცენტრია, სადაც ნებისმიერი ქვეყნის ნაციონალური კერძის დაგემოვნება და კულტურული ტრადიციების გაცნობა შეიძლება.

melburn

2. ვანკუვერი

საპატიო მეორე ადგილს კანადური ვანკუვერი იკავებს. მიხედავად მრავალრიცხოვანი მშენებლობებისა, ქალაქში მაინც დაცულია ეკოლოგიური ნორმები და შენარჩუნებულია მწვანე ნარგავები. ვანკუვერში ძალიან ბევრი მუზეუმი, მაღაზია, ღამის კლუბი და რესტორანია. მართალია, სხვა ქალაქებთან შედარებით ვანკუვერში ცხოვრების დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ბინის შეძენა აქ მაინც საკმაოდ ძვირია.

vanc

1. ვენა

ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქად ვენა დასახელდა. ავსტრიის დედაქალაქი თავისი დიდებული არქიტექტურით, ციხე-სიმაგრეებითა და ოპერებით, ევროპელების ყველაზე სასურველი ქალაქია. ვენაში ცხოვრების მაღალი დონე და დაბალი კრიმინლალია. ჯანდაცვის სისტემა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბინის შეძენა კი, საკმაოდ დაბალ ფასად შეიძლება.

vienna

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები