ხშირად მოგზაურობთ? აეროპორტი თქვენი საყვარელი ადგილია? მაშინ აუცილებლად ერთხელ მაინც შეავლებდით თვალს დასაფრენ ბილიკს. უამრავი აეროპორტი არსებობს, განსხვავებული ინტერიერითა და ექსტერიერით, განსხვავებული ასაფრენი და დასაფრენი ბილიკებით. გთავაზობთ მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავ აეროპორტს, რომლის დასაფრენი ბილიკიც ნამდვილად გაგაოცებთ.
სენ-მარტინი, კარიბის ზღვა
ცნობილია, რომ პილოტები, რომლებიც სენ-მარტინის დასაფრენ ბილიკზე ჯდებიან, მაქსიმალურად ამცირებენ სიმაღლეს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება კარიბის ზღვის სანაპიროს შეეჯახოთ და გასარუჯად წამოგორებულ დამსვენებლებს შორის აღმოჩნდეთ. ეს დასაფრენი ბილიკი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად ითვლება.
მალე, მალდივის კუნძულები
გარდა იმისა, რომ თავად მალდივის კუნძულები ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, დასაფრენი ბილიკიც შესაბამისია. დაფრენისას ხელისგულზე იშლება კუნძულის მთელი ხიბლი. შესანიშნავი ხედები და ოკეანეთის სილურჯე, დაფრენას სასიამოვნო მოგონებად ხდის.
მადეირა, პორტუგალია
პორტუგალიის კუნძულ მადეირას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებსას შეიძლება ცოტა შეგეშინდეთ. დასაფრენი ბილიკი აქ ხიდის სტილშია აგებული, იწყება წყლიდან და მაღალი სტოლბებით არის გამაგრებული.
მასერუ, ლესოტო
მთაგორიან ლესოტოში გაკეთებული ეს ასაფრენი ბილიკი, ძალიან მოგვაგონებს მადეირას ბილიკს, ის ხმელეთიდან იწყება და ბოლოს კანიონიდან ამოყვანილი ბოძებით სრულდება. შესაბამისად, ის იწვევს როგორც შიშს, ასევე მოზღვავებული ადრენალინით გამოწვეულ გაოცებასაც.
კურშეველი, საფრანგეთი
ამ დასაფრენ ბილიკზე დაჯდომა, მხოლოდ სპეციალურად გადამზადებულ პილოტებს შეუძლიათ. ფეშენებელური, ცივი კურორტის დასაფრენი ბილიკი, მუდამ თოვლიანი და ყინულიანია. შესაბამისად დაფრენა საკმაოდ რთული შესასრულებელია და ამასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ შიშსა და ადრენალინზე.
ბარა, შოტლანდია
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აეროპორტი, სწორედ შოტლანდიაში მდებარეობს. სახიფათოსთან ერთად, აეროპორტი უნიკალური და შთამბეჭდავია. აეროპორტის დასაფრენი ბილიკი დაფარულია თეთრი ქვიშით, რომელიც პილოტისთვის მოცურების საშიშროებას ქმნის.
ანტარქტიკა
როდესაც მსოფლიოს შთამბეჭდავ დასაფრენ ბილიკებზეა საუბარი, არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ანტარქტიკის აეროპორტი, რომელიც მთლიანად დაფარულია ყინულით და მის ბილიკზე დაფრენა, პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად შიში და ადრენალინის მოზღვავება გარანტირებული გექნებათ, თუკი ოდესმე ანტარქტიკის აეროპორტში მოხვდებით.
სან-პაულო, ბრაზილია
ეს აეროპორტი, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო და შთამბეჭდავია. მჭიდროდ დასახლებული ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოს ცენტრში მოთავსებული ასაფრენი ბილიკის „დალაშქვრა“ ფაქტიურად შეუძლებელია.
ვაშინგტონი, ამერიკა
ბევრისთვის გასაკვირად, ამ სიაში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტიც შედის, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. საქმე გახლავთ იმაში, რომ პილოტებს დასაფრენად სჭირდებად რამდენიმე ისეთი მანევრის შესრულება, რომელიც რიგითი პილოტებისთვის შეუძლებელია. შესაბამისად, ვაშინგტონის აეროპორტში მოუშავე პილოტები, მუდამ გადიან გადამზადებებს.
ვენეცია, იტალია
მარკო-პოლოს აეროპორტში დაშვება, ერთდროულად საშიში და სასიამოვნა. წყლით შემოფარგლული ასაფრენი ბილიკის დაძლევა, პილოტებისთვის საკმაოდ სახიფათოა, ხედი თვითმფრინავიდან კი საუკეთესო.