LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო

47

მოგზაურობა ძალაინ კარგი დასვენების და რელაქსაციის საშუალებაა. თუმცა, ტურისტები დაიღალნენ ტრადიციული ტიპის სასტუმროებში დაბინავებთ. სწორედ ამიტომ, სასტუმროების ბიზნესით დაინტერესებულმა კომპანიებმა თუ კერძო პირებმა ფანტაზიის უნარს მოუხმეს და დღესდღეობით დამსვენებლებს საკმაოდ უცნაურ სასტუმროებს სთავაზობენ, რომელთა ჩამონათვალიდან გთავაზობთ 10 მათგანს რომელიც ყველაზე უცნაური სტასტუმროს სახელით არის ცნობილი:

 

Capsule Inn – Tokio

თქვენ თუ როდესმე ამ სასტუმროში მოხვდებით, არ გაგიკვირდეთ თუ მხოლოდ საძილე ტომარას, შუქს და რადიოს შემოგთავაზებენ. რაც შეეხება აბანოს, ის ყველასთვის საერთოა. ხოლო მათ, ვისაც კლაუსტროფობია აწუხებს, ამ სასტუმროში დაბინავება არა არის რეკომენდებული.

 

1

 

Hotel De Vrouwe van Savoren – Netherlands

ეს სასტუმრო უცნაურია იმით, რომ აქ დაბინავებულ ტურისტს ორ ადამიანზე გათვლილ კასრში უწევს ცხოვრება. მთავარია არჩევანი გააკეთოთ თეთრი თუ წითელი?

 

2

 

Hotel Utter Inn – Sweden

ეს სასტუმრო ვესტეროსში მდებარეობს და მხოლოდ 1 ოთახი აქვს, რომელიც Malaren-ის ტბაში, 3 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

 

3

 

Hotel Lighthouse – Netherlands

სასტუმრო Harlingen-ის კოშკურაზე მდებარეობს და მხოლოდ ერთი ოთახი აქვს. თუმცა, მის სტუმრებს საუცხოო პანორამული ხედებით ატყვევებს.

 

4

 

Gamarisu Cave Hotel – Turkey

ეს სასტუმრო ჩვენს მეზობლად, კაბადოკიაში მდებარეობს. სასტუმრო 25 ოთახისგან შედგება და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი ტიპის ტურისტებში, რომლებსაც ბიზანტიური კულტურა და ისტორია იზიდავთ.

 

5

 

Al Maha Desert Resort and Spa – Dubai

სასტუმრო-ოაზისი როგორც მას უწოდებენ, უდაბნოში მდებარეობს. აქვს 30 მდიდრულად გაწყობილი ოთახი და მომსახურეობაში აქლემებით გასეირნებაც შედის. გარდა ამისა, დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ ნადირობითაც.

 

6

 

Hotel de Glace – Canada

ეს სასტუმრო მთლიანად ყინულისგან შედგება და მხოლოდ ზამთარის პერიოდში მოქმედებს. მის დამზადებაზე 500 ტონა ყინული და 15ათასი ტონა თოვლი იხარჯება. თუმცა, თუ ამ სასტუმროში სტუმრობას აპირებთ, დაიმახსოვრეთ, რომ სასტუმრო მხოლოდ 5 კვირით ფუნქციონირებს.

 

7

 

Hotel Malmaison Oxford Castle – Great Britain and Leituva

1996 წელს აშენებულ ციხესიმაგრეში, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო მდებარეობს. მასში დღემდე შენარჩუნებულია საპატიმრო კამერები, სადაც მოთავსებულია უახლესი თანამედროვე ტექნიკა. გარდა ამისა, სასტუმროში შეხვდებით ლუდის რესტორანსა და ბარს.

 

8

 

Tea Factory – Sri Lanka

ეს სასტუმრო დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი უნიკალური განლაგებითა და მომსახურებით. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უდიდესი სიამოვნება, დატკბეთ ულამაზესი ხეებით და დააგემოვნთ ნამვდილი, შრი-ლანკური ჩაი.

 

9

 

Dog Bark Park – Ohaio USA

სასტუმრო „ტკბილი ვილი“ აშენებულია ძაღლების მოყვარული ადამიანებისთვის და ფორმით სწორედაც, რომ ოთხფეხა მეგობარს გავს.

 

10

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები