LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 2016 წლის 5 ყველაზე ძვირადღირებული ჯავშნიანი ავტომობილი

81

ყველა ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი სამუშაო ავტომობილი ჰყავს. როგორც წესი, ეს ავტომობილები ჯავშნიანი გახლავთ. იქნება ეს ლიმუზინი, ჯიპი თუ სედანი, ყველას შესაბამისი აღჭურვილობა აქვს. უფრო მეტიც, მსოფლიოს პირველი პირების ავტომობილებს ატომური აფეთქების გადატანაც კი შუძლიათ…

ზოგიერთ ქვეყანას, მსგავსი ავტომობილების დამზადებს მრავაწლიანი ისტორია აქვს, მაგალითად გერმანია, ბრიტანეთი, ა.შ.შ. სწორედ ეს ქვეყნები არიან ჯავშნიანი ავტომობილების პირველი მიმწოდებლები. 2016 წელს წამყვანმა საავტომობილო ბრენდებმა კვლავაც წარმატებით წამოიწყეს მსგავსი მოდელების რეალიზება, რომლებიდანაც კრიტიკოსები 5 მათგანს განსაკუთრებით გამოარჩევენ…

გთავაზობთ მსოფლიოს 2016 წლის 5 ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ჯავშნიან ავტომობილებს…

 

Audi A8 L Security

ამ ავტომობილის დამზადება 1928 წელს დაიწყო და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯავშნიან ავტომობილად ითვლება. Audi A8 L Security საავტომობილო ბაზარზე წელს გამოჩნდება, მისი პრეზენტაცია კი 2015 წელს გამართულ ფრანკფურტის ავტოშოუზე მოხდა. უახლესი ავტომობილი სტანდარტული ბალისტიკური შეფასებით VR 9 კლასის თავდაცვით შეფასდა.

 

 

რას ნიშნავს VR 9 ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ავტომობილს შეუძლია 7,62 x 51მმ კალიბრის ვაზნებს გაუძლოს. ასეთი ვაზნები იხმარება 1950 წელს დამზადებულ M14-სა და M60-ში. აქედან გამომდინარე, ავტომობილი თავისთავად ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს მსოფლიოს პირველი პირებისთვის.

 

 

Range Rover Sentinel

ყველას კარგად მოეხსენება, რომ Range Rover იაფფასიანი ავტომობილების რიცხვში არ გადის. თუმცა, ჯავშნიანი მოდელი, კიდევ უფრო ძვირი ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ავტომობილი ლიმიტირებული სერიით მზადდება, მისი ფასი 450 ათასიდან 650 ათას დოლარს შეადგენს.

 

 

Audi-ს მსგავსად, ამ მოდელის პრეზენტაციაც ფრანკფურტის ავტოშოუს ფარგლებში მოხდა. Range Rover Sentinel აღჭურვილია უახლესი ტიპის ჯავშანით, რომელიც 7,62მმ-იან ვაზნებს უძლებს. ამასთანავე ავტომობილის უკანა მხარე 15 კგ ტროტილის აფეთქებასაც ადვილად შეეგუება.

 

 

Bentley Mulsanne Streit Group

მას შემდეგ რაც ბრიტანელებმა Streit Group-თან დაიწყეს თანამშრომლობა, მაშინვე გამოჩნდა სერიულ წარმოებაში ჯავშნიანი ავტომობილები. დღევანდელი Mulsanne-ს წინაპარი პირველად 1992 წელს გამოჩნდა საავტომობილო ბაზარზე და მას შემდეგ, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

ამ ავტომობილის ფასი 305ათასი დოლარიდან იწყება. უახლესი ჯავშანით აღჭურვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის კაპოტქვეშ მოთავსებულია 6,75 ლიტრიანი V8 ტიპის ძრავი, მისი საერთო მასა ჯავშნიანად 3,672 კგ-ს შეადგენს და მისი ჯავშნის დაზიანება თითქმის შეუძლებელია…

 

 

Rolls-Royce Phantom Armoring Inc.

კომპანია Rolls-Royce თავიდანვე უმდიდრესი ავტომობილების სიაში მოხვდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციას იკავებს, ხოლო თავად Phantom-ი ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება ბიზნეს კლასის მოდელებში.

 

 

სწორედ ამან განაპირობა ის, რომ Phantom მომხმარებლებს ჯავშნით მოევლინა. ამ ავტომობილს შეუძლია 12,7 მმ ვაზნებს გაუძლოს. მისი საერთო მასა 3,500 კგ შეადგენს და სამართავად არც თუ ისე კომფორტულია, თუმცა მისით მგზავრობა, პირველი პირებისთვის დღემდე ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.

 

 

Mercedes-Benz Maybach S600 Guard

მსოფლიოს ყველაზე დაცული ავტომობილი წარმოშობით გერმანიიდან გახლავთ. კომპანია Mercedes-Benz მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებს ჯავშნიან ავტომობილებს, თუმცა მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ S600 Guard სარგებლობს.

 

 

ეს ავტომობილი არამხოლოდ ყველაზე დაცული, არამედ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქის ავტომობილია. როგორც თავად კომპანიის მესვეურები ამბობენ ეს მოდელი სრულად პასუხობს სლოგანს ”საუკეთესო, ან არაფერი”. მსოფლიომ ყველაზე დაცულ ავტომობილად სწორედ Mercedes-Benz Maybach S600 Guard აირჩია. მისი ფასი 518ათასიდან 600 ათას დოლარამდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები